რა არის შიჰანის სინდრომი?
შიჰანის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როცა ქალი მშობიარობის დროს კარგავს სიცოცხლისთვის საშიში რაოდენობის სისხლს ან აქვს მწვავედ დაბალი არტერიული წნევა მშობიარობის დროს თუ ბავშვის გაჩენის შემდეგ.
შიჰანის სინდრომი იწვევს ჰიპოფიზის ჯირკვლის მნიშვნელოვანი ჰორმონების დეფიციტს.
შიჰანის სინდრომი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, რადგან სამშობიარო დაწესებულებებში ეფექტურად მიმდინარეობს ორსულობისა და მშობიარობის მართვა, თუმცა ეს მდგომარეობა კვლავ პრობლემად რჩება განვითარებად სამყაროში.
სიმპტომები
სინდრომის სიმპტომებია:
- ძუძუთი კვების გაძნელება;
- ქალს მენსტრუალური ციკლი აღარ აქვს ან ციკლი დარღვეულია;
- საზარდულის არეში თმა აღარ იზრდება;
- შენელებული მენტალური ფუნქცია, წონის მატება და ორგანიზმში სითბოს შენარჩუნების პრობლემა;
- დაბალი არტერიული წნევა;
- სისხლში შაქრის დაბალი მაჩვენებელი;
- დაღლილობა;
- არარეგულარული გულისცემა;
- მკერდის ზომის შემცირება.
დიაგნოზი და მკურნალობა
შიჰანის სინდრომის დიაგნოსტირება რთულია, რადგან ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები სხვა ბევრი პათოლოგიის მსგავსია.
დიაგნოსტირებისთვის საჭიროა სისხლის ანალიზი, ჰიპოფიზის ჰორმონის ტესტი, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია.
შიჰანის სინდრომის მკურნალობისთვის მოწოდებულია ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sheehans-syndrome/symptoms-causes/syc-20351847