ყაბზობა ბავშვებში - თუ პატარას შეკრულობა აწუხებს

ყაბზობა ბავშვებში - თუ პატარას შეკრულობა აწუხებს

ბავშვებში ყაბზობა (შეკრულობა) ხშირი პრობლემაა.

ყაბზობის გამო პატარა ადამიანი არარეგულარულად, იშვიათად გადის კუჭში, განავალი მყარი ან მშრალია.

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ ნაწილში გამომწვევი მიზეზია კვების რაციონში შეტანილი ცვლილებები ან ნაადრევი მიჩვევა ტუალეტზე. საბედნიეროდ, ეს დისკომფორტი დროებითია.

პატარა ყაბზობისგან რომ დაიცვათ

საკვები ბოჭკოს შემცველი პროდუქტებისგან მოამზადეთ კერძი. ბავშვმა ხშირად უნდა მიირთვას ხილი და ბოსტნეული, დალიოს წყალი. კუჭ-ნაწლავის სათანადო ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი.

სიმპტომები

ბავშვებში შეკრულობა ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • კვირაში სამზე ნაკლები დეფეკაცია;
  • მტკივნეული კუჭის მოქმედება, გამაგრებული, გამომშრალი განავალი;
  • ტკივილი კუჭის მოქმედების დროს;
  • მუცლის ტკივილი;
  • საცვალში სითხის ან განავლის კვალი (ერთგვარი თიხის მსგავსი ლაქები). ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ ნაწლავში დაგროვილია განავალი;
  • მყარი განავლის ზედაპირზე სისხლი;
  • პატარას ეშინია რომ ეტკინება, შესაბამისად, ყველა გზით ცდილობს თავი აარიდოს საპირფარეშოს.

როდის მივმართოთ ექიმს?

ბავშვებში ყაბზობა, ჩვეულებრივ, არ არის სერიოზული.

თუმცა ქრონიკული შეკრულობა შესაძლოა სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი იყოს ან სწორედ ყაბზობამ გამოიწვიოს საშიში პათოლოგია. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან თვითმკურნალობა მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

მიმართეთ ექიმს თუ შეკრულობა გრძელდება 2 კვირაზე მეტია ან ყაბზობას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  • სიცხე;
  • უმადობა;
  • სისხლიანი განავალი;
  • მუცლის შებერილობა;
  • წონის კლება;
  • ტკივილი დეფეკაციის დროს;
  • რექტალური პროლაფსი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/constipation-in-children/symptoms-causes/syc-20354242