საქართველოს მოქალაქეებს დუბაის ერთ-ერთ თანამედროვე კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა აქვთ.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი გახდა მულტიპროფილური კლინიკა Emirates Specialty Hospital, სადაც პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი.
დაწესებულებაში დანერგილია სწორი დიაგნოსტირებისა და ეფექტური მკურნალობის მეთოდები, პაციენტთა განკარგულებაშია მშვიდი და კომფორტული გარემო.
საავადმყოფოში ხელმისაწვდომია ყველა სამედიცინო სერვისი, აგრეთვე ფიზიოთერაპიისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო ცენტრი.