რას ნიშნავს გოგირდის საცობი?
გოგირდის საცობი ვითარდება მაშინ, როდესაც ყურში გოგირდი გროვდება ან მასა იმდენად მყარდება, რომბუნებრივი გზით მისი გამორეცხვა რთულდება.
რა ფუნქციას ასრულებს გოგირდი ყურში?
გოგირდი ორგანიზმის დამცველობითი სისტემის ბუნებრივი ნაწილია. გოგირდი ასუფთავებს და იცავს ყურის არხს ჭუჭყისგან, ბაქტერიებისგან.
იმ შემთხვევაში თუ გოგირდის საცობი პრობლემას, დისკომფორტს გიქმნით მიმართეთ ექიმს - მედიკოსი ყურიდან გოგირდს უსაფრთხოდ მოგაცილებთ.
სიმპტომები
გოგირდის საცობის სიმპტომებია:
- ყურის ტკივილი;
- დაზიანებულ ყურში ერთგვარი სისავსის შეგრძნება;
- ხმაური ყურებში;
- დაზიანებულ ყურში სმენის დაქვეითება;
- თავბრუსხვევა;
- ხველა.
გამომწვევი მიზეზი
ყურში გოგირდი წარმოიქმნება გარეთა ყურის არხის ამომფენ კანში მდებარე ჯირკვლების მიერ.გოგირდი და მცირე ზომის თმა ამ არხში აკავებს მტვერსა და იმ სხვა უცხო ნაწილაკებს, რომელსაც ყურის შიდა სტრუქტურების დაზიანება შეუძლია.
როგორც წესი, გოგირდის მცირე რაოდენობა რეგულარულად გამოედინება და ახალი მასით ნაცვლდება; თუმცა ზოგჯერ ყურში ჭარბი რაოდენობით გოგირდი გამომუშავდება ან არე სრულფასოვნად არ სუფთავდება, შესაბამისად, ვითარდება გოგირდის საცობი.
აღსანიშნავია, რომგოგირდისსაცობს ხშირად უჩივიან ის ადამიანები, რომლებიც ყურის ჰიგიენისთვის ყურის საწმენდ ჩხირებს ან სხვა მსგავს ნივთებს იყენებენ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ამ პროცესის დროს ყურს გოგირდისგან ათავისუფლებთ, თუმცა სინამდვილეში ყურში გოგირდი უფრო ღრმად ჩადის (სიღრმეში ინაცვლებს).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/earwax-blockage/symptoms-causes/syc-20353004