ენცეფალიტი - რა სიმპტომებით ვლინდება ტვინის ანთება?

ენცეფალიტი - რა სიმპტომებით ვლინდება ტვინის ანთება?

რა უნდა იცოდეთ ენცეფალიტის შესახებ?

ენცეფალიტი არის თავის ტვინის ანთება.

დაავადებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მაგრამ ყველაზე ხშირი გამომწვევია ვირუსული ინფექცია.

ენცეფალიტი ხშირად ვლინდება მსუბუქი გრიპისმაგვარი სიმპტომებით (სიცხე, თავის ტკივილი) ან სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გრიპის, გაციებისთვის დამახასიათებელი ნიშნები უფრო მწვავე სახისაა. ენცეფალიტის გამო პაციენტმა შესაძლოა იგრძნოს აზროვნებასთან ან მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტვინის ანთება სიცოცხლისთვის საშიშია!

ნებისმიერ შემთხვევაში დროული დიაგნოსტირება და მკურნალობაა საჭირო, რადგან წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა შედეგი ექნება ტვინის ანთებას ორგანიზმზე, შეუძლებელია.

სიმპტომები

ვირუსული ენცეფალიტის დროს ადამიანების უმეტესობას აქვს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

  • თავის ტკივილი;
  • სიცხე;
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი;
  • დაღლილობა ან სისუსტე.

ზოგჯერ სიმპტომები უფრო მწვავეა, მაგალითად:

  • დაბნეულობა, მღელვარება ან ჰალუცინაცია;
  • შეტევა;
  • მგრძნობელობის დაკარგვა ან სახის თუ სხეულის ზოგიერთ არეში დამბლა;
  • კუნთის სისუსტე;
  • სმენასთან ან საუბართან დაკავშირებული პრობლემა;
  • გონების, ცნობიერების დაკარგვა (კომის ჩათვლით).

ახალშობილებსა და ბავშვებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • თავის ქალაზე რბილ წერტილებში (ყიფლიბანდი) ამობურცულობების გაჩენა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • სხეულის გაშეშება;
  • პატარა ცუდად იკვებება;
  • გაღიზიანება.

გამომწვევი მიზეზი

ხშირად ენცეფალიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.

თუმცა აღნიშნული დიაგნოზის მიზეზი უმეტესად ვირუსული ინფექციაა. ენცეფალიტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბაქტერიული ინფექციის და არაინფექციური წარმოშობის ანთებითი მდგომარეობის გამოც.

მედიკოსები ერთმანეთისგან განარჩევენ ენცეფალიტის პირველად და მეორეულ ფორმებს.

თავის ტვინის ანთებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა რისკ-ჯგუფში შედიან:

  • ბავშვები და ხანდაზმულები;
  • სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
  • ისეთ რეგიონში მცხოვრები ადამიანები, სადაც ვირუსის გამავრცელებელი კოღო ან ტკიპა ბინადრობს.

 

წყარო:               

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/encephalitis/symptoms-causes/syc-20356136