მანდარინი - გემრიელი და სასარგებლო

მანდარინი - გემრიელი და სასარგებლო

წარმოგიდგენთ მანდარინის სასარგებლო თვისებებს.

ეს გემრიელი და ბევრი ადამიანის საყვარელი ხილი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით, აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია ორგანიზმის თითოეული ორგანოსა თუ სისტემისთვის.

მანდარინი შეიცავს ფლავონოიდს, რომელიც გამოირჩევა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტით.

ფლავონოიდი წარმოადგენს თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელ ანტიოქსიდანტს.

აღნიშნული ანტიოქსიდანტი ორგანიზმს გულის დაავადების განვითარებისგან იცავს, კორონარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. ანტიოქსიდანტი გიცავთ ცუდი ქოლესტერინისგან.

მანდარინი მდიდარია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო C ვიტამინით.

C ვიტამინი ორგანიზმში არაერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგალითად, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში - კოლაგენი აუცილებელია მყესისთვის, იოგისთვის, ძვლისა და სისხლძარღვებისთვის.

ამ ვიტამინის დახმარებით ორგანიზმი ითვისებს რკინას.

C ვიტამინი აუმჯობესებს იმუნიტეტს, დადებითად აისახება მხედველობაზე, მოწოდებულია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უჯრედების სათანადოდ ფუნქციონირებისთვის.

მანდარინი შეიცავს ფოლატს.

ფოლატის დახმარებით ორგანიზმში ახალი უჯრედები წარმოიქმნება - ფოლატი აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნის პროცესისთვისაც.

მანდარინის შემადგენლობაშია კალიუმი.

ეს მინერალი აუცილებელია თირკმლის, კუნთის, ნერვული სისტემის, გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის.

კალიუმი დადებითად აისახება ძვლის ჯანმრთელობაზე და ადამიანს ოსტეოპოროზისგან იცავს.

მეცნიერთა აზრით, კალიუმით მდიდარი საკვები გვიცავს მაღალი არტერიული წნევისგან, შესაბამისად, განიხილება როგორც ინსულტის საპრევენციო ერთ-ერთი საშუალება - როცა არტერიული წნევის მაჩვენებელი ნორმალურია, მნიშვნელოვნად დაბალია ინსულტის განვითარების რისკი.

 

წყარო:

https://healthyeating.sfgate.com/health-benefits-tangerines-5913.html