თვალის ტკივილი

თვალის ტკივილი

თვალის ტკივილი შეიძლება მოიცავდეს როგორც ზედა არეს, ისე შიდა სტრუქტურებს.

თვალის მწვავე ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მხედველობის დაკარგვის ნებისმიერი ხარისხი, საყურადღებოა - მსგავსი კლინიკური შემთხვევა ყოველთვის თვალის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის სიმპტომია.

თვალის ზედაპირზე განვითარებული ტკივილის დროს პაციენტს აქვს ქავილის ან წვის შეგრძნება. მსგავსი ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს უცხო სხეული, თვალის ინფექცია ან ნებისმიერი რამ, რაც აღიზიანებს მემბრანას.

თვალის შიდა სტრუქტურის ტკივილისას ადამიანს აქვს ხანგრძლივი ტკივილი, გრძნობს ერთგვარ პულსაციას, ფეთქვას.

თვალის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ალერგია;
  • ქუთუთოების ანთება;
  • კლასტერული თავის ტკივილი;
  • თვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის გართულება;
  • კონტაქტურ ლინზასთან დაკავშირებული პრობლემა;
  • რქოვანას ცვეთა;
  • მშრალი თვალის სინდრომი;
  • უცხო სხეული თვალში;
  • გლაუკომა;
  • ტრავმა, დაზიანება;
  • ფერადი გარსის ანთება;
  • ოპტიკური ნერვის ანთება;
  • კონიუნქტივიტი;
  • ჯიბლიბო;
  • თვალის საცრემლე არხის ანთება;
  • ქუთუთოს გადმობრუნება და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ:

  • თვალის ტკივილი უჩვეულოდ ძლიერია ან თან ახლავს თავის ტკივილი, სიცხე, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • მხედველობა უეცრად შეიცვალა;
  • თვალის ტკივილთან ერთად გაქვთ გულისრევა ან ღებინება;
  • თვალის ტკივილი გამოწვეულია უცხო სხეულით ან ქიმიური ნივთიერებით;
  • ხედავთ რგოლებს სინათლის გარშემო;
  • თვალი შეგიშუპდათ;
  • თვალს ვერ ახელთ ან გიჭირთ გამოძრავება;
  • თვალიდან გდით სისხლი ან ჩირქი.

გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ თვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გაწუხებთ ტკივილი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თვალის ტკივილთან ერთად ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, შენიშნეთ იმუნიტეტის დაქვეითება.

ასევე რეკომენდებულია ოფთალმოლოგთან მისვლა თუ თვალის ტკივილი არ ალაგდა მედიკამენტის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/eye-pain/basics/definition/sym-20050744