პოზიტიური ფიქრი და განწყობა - წამალი, რომელსაც აფთიაქში ვერ იყიდით

პოზიტიური ფიქრი და განწყობა - წამალი, რომელსაც აფთიაქში ვერ იყიდით

პოზიტიური აზროვნება, დადებითი განწყობა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

სამწუხაროდ, ცხოვრებისეული პრობლემებისგან არავინაა დაზღვეული და პოზიტიური აზროვნება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ ნაკლებად სასიამოვნო სიტუაციებს ქვიშაში თავჩარგული დაემალოთ - პოზიტიური ფიქრია ის, რომ სწორედ ასეთ უსიამოვნო ფაქტებს მეტად პროდუქტიულები და მყარი ფსიქიკით შეხვდეთ, შეეცადოთ გამოსავლის მოძებნა, ყოველთვის იმედიანად იყოთ.

მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან თუ რატომ ახდენს პოზიტიური განწყობა ჯანმრთელობაზე ასეთ სასიკეთო ცვლილებებს, თუმცა ერთი ვერსიის თანახმად, დადებითი განწყობა ადამიანს ეხმარება უფრო მარტივად გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციებს, შესაბამისად, დაიცვას მთლიანი სხეული სტრესით გამოწვეული უარყოფითი ეფექტისგან.

ცნობისათვის, პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანები, როგორც წესი, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ - უყვართ სეირნობა, არ ეზარებათ ფიზიკური აქტივობა, მიირთმევენ ჯანსაღ პროდუქტებს, განწყობის გაუმჯობესებას არ ცდილობენ ალკოჰოლის ზედმეტი დოზით, სტრესს არ ებრძვიან თამბაქოთი.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფიქრი, ასევე ის თუ რომელი მხრიდან შეხედავთ სიტუაციას. მაგალითად, ნეგატიური შეკითხვაა - ეს დღემდე არასდროს გამიკეთებია, ხოლო პოზიტიურად წინადადება ასე ჟღერს - ეს შესაძლებლობაა, რომ რაღაც ახალი ვისწავლო. შანსი არ არის ამან იმუშაოს - დაგვეთანხმებით, სწორედ ასე ჟღერს უარყოფითი ფიქრი და ახლა ეს წინადადება პოზიტიურად შევცვალოთ - შემიძლია ვცადო და ავამუშავო.

გახსოვდეთ, პოზიტიურები ერთ ღამეში ვერ გახდებით, თუმცა შეგიძლიათ ყოველდღე ივარჯიშოთ და წინა დღეზე უფრო ბედნიერი იყოთ, გაცილებით მეტი დადებითი ფიქრით დაიმუხტოთ.

თქვენ უკეთ იცით რაც გაბედნიერებთ და სწორედ ამ პაწაწინა დეტალებით შეეცადეთ განწყობა გაიუმჯობესოთ.

დიახ, ნეგატიური ფიქრის დადებითად შეცვლა მარტივია, თუმცა დრო და პრაქტიკაა საჭირო.

ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ და დარწმუნდებით, რომ რეალურად ცუდი განწყობის მიზეზი მხოლოდ თქვენი ფიქრებია.

ხშირად ადამიანი კონკრეტული სიტუაციიდან უარყოფით ასპექტებს ხელოვნურად აზვიადებს და პოზიტივს დევნის, ივიწყებს; მაგალითად, სამსახურში ნაყოფიერი დღე გქონდათ, შესრულებული სამუშაოსთვის კომპლიმენტიც კი დაიმსახურეთ. შემდეგ სახლში მიხვედით და დაიწყეთ ფიქრი, დაიწყეთ ახალი გეგმის შედგენა დამატებითი დავალებისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი კომპლიმენტი მაინც გაგხსენებიათ? არადა დღის ბოლოს ოფისში სწორედ თქვენი სახელი ჟღერდა როგორც სანიმუშო თანამშრომლის. იმის ნაცვლად საღამოს ამ სასიამოვნო წუთებით დამტკბარიყავით, სამომავლო დავალებებზე ფიქრში დაკარგეთ დასვენების დრო.

უარყოფითი ფიქრის, შესაბამისად, უსიამოვნო განწყობის მიზეზი შეიძლება ისიცაა, რომ ყველაფერს პირად პრობლემად იღებთ და სრულიად უმიზეზოდ საკუთარ თავს ადანაშაულებთ. მაგალითად, მეგობრების შეხვედრა კონკრეტული მიზეზით ჩაიშალა; იმის ნაცვლად სხვა საქმეზე გადაერთოთ გონება დატვირთეთ უარყოფითი ფიქრებით, მაგალითად, იქნებ გეგმა იმიტომ შეცვალეს ჩემთან ყოფნა არავის უნდოდაო.

უარყოფითი ფიქრის მიზეზი შესაძლოა იცის არის, რომ წინასწარ ცუდად განეწყობით გარკვეული სიტუაციის გამო. მაგალითად, თუ დილით უგემური ყავა დალიეთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღე ასე გაგრძელდება - ცხოვრება გაცილებით მარტივია, ხვალ ყავა სხვა დაწესებულებაში დალიეთ!

თქვენთვის ყველაფერი ან კარგია, ან ცუდი და უკაცრავად, სად დაკარგეთ ოქროს შუალედი? ყველასთვის სრულყოფილი ვერ იქნებით და არც სრული წარუმატებლობა გემუქრებათ.

თქვენი ჯანმრთელობისთვის ნეგატიურ ადამიანთან ურთიერთობა ისეთივე მავნებელია როგორც დაავადება.

მუდმივად ცუდ განწყობაზე მყოფი პიროვნების ნეგატიური ფიქრები თქვენს პიროვნულ განვითარებასა და გუნება-განწყობილებაზე უარყოფითად აისახება. არ მოგერიდოთ და უფრო მეტიც აუცილებელიც კია, რომ ნეგატიურ ადამიანებს ერთგვარი საზღვარი დაუწესოთ და მათთან მინიმალური კონტაქტი იქონიოთ.

შეეცადეთ, თქვენს გარშემო პოზიტიური გარემო შეიქმნათ, თუნდაც მცირედით, მაგრამ თავი გაიმხიარულეთ, გონება პოზიტიური ფიქრებით დატვირთეთ.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/stress-management/in-depth/positive-thinking/art-20043950