თითოეული ადამიანის ორგანიზმი სიცივის მიმართ ინდივიდუალურად რეაგირებს.
თუმცა თითქმის ყველა ჩვენგანს ჰყავს ნაცნობი, რომელსაც ქრონიკულად, სულ ცივა და ისეთ გარემოშიც კი, როცა ტემპერატურა დაბალი სულაც არ არის.
როგორც წესი, მამაკაცებთან შედარებით ქალებს უფრო ხშირად აქვთ სიცივის განცდა.
თუ მუდმივად გაქვთ სიცივით გამოწვეული დისკომფორტი და გარშემო (გარემოს ტემპერატურის შესაბამისად) არავინ უჩივის იმავეს, შესაძლოა ორგანიზმი ამ სიმპტომით ექიმთან მისვლის აუცილებლობაზე მიგანიშნებდეთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სიცივის შეგრძნება ყოველთვის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანი არ არის, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით დროული დიაგნოსტირება მოწოდებულია.ამასთან, სიცივესთან ერთად პირს უვლინდება სხვადასხვა დაავადებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიმპტომებიც.
სიცივის შეგრძნების პოტენციური გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ანემია;
- ჰიპოთირეოზი;
- ათეროსკლეროზი;
- რეინოს დაავადება;
- დიაბეტი;
- ანორექსია;
- რეკომენდებულზე ნაკლები სხეულის წონა;
- სისხლის ცუდი ცირკულაცია;
- ორგანიზმში ვიტამინის B-12 დეფიციტი;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.
წყარო: