ფილტვისთვის სასარგებლო პროდუქტები

ფილტვისთვის სასარგებლო პროდუქტები

ფილტვზე ზრუნვა აუცილებელია.

როცა სასუნთქი სისტემა სათანადოდ ფუნქციონირებს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.

სამწუხაროდ, თამბაქოს კვამლი და გარემოს ტოქსინები უარყოფით კვალს ტოვებს თითქმის ყველა ორგანოზე, მათ შორის განსაკუთრებით ზარალდება ფილტვები.

მეცნიერთა აზრით, ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვების რაციონი დადებით გავლენას ახდენს ფილტვზე, იცავს მას.

განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • ჭარხალი;
  • წიწაკა;
  • ვაშლი;
  • გოგრა;
  • პომიდორი;
  • მოცვი;
  • წითელი კომბოსტო;
  • იოგურტი;
  • ნიგოზი;
  • ფხალი (მხალი);
  • ქერი;
  • თევზი;
  • ოსპი;
  • შავი შოკოლადი;
  • ბროკოლი;
  • ნიორი;
  • სოკო;
  • ფორთოხალი;
  • კვერცხი;
  • შინაური ფრინველის ხორცი;
  • სტაფილო.

სასურველია კერძები მოამზადოთ ზეითუნის ზეთით, რომელიც ყველა სხვა მცენარეულ ზეთთან შედარებით მაღალი კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა.

დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი. ფილტვისთვის სასარგებლოა მწვანე ჩაიც.

 

წყარო:

https://www.healthline.com/nutrition/lung-cleansing-foods#1.-Beets-and-beet-greens