რა შეიცვლება ორგანიზმში თუ ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით ისეირნებთ?

რა შეიცვლება ორგანიზმში თუ ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით ისეირნებთ?

ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის მინიმუმ 30 წუთით სეირნობაც კი საკმარისია.

თუ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი ისეირნებთ, ანუ ფიზიკურად დაიტვირთებით შეინარჩუნებთ ჯანსაღ წონას, სიმსუქნის შემთხვევაში კი ზედმეტ კილოგრამებს დაიკლებთ, გაიუმჯობესებთ გუნება-განწყობილებას, მოიწესრიგებთ ძილის ხარისხს, გაიმკვრივებთ კუნთებს.

ფიზიკური აქტივობა რეკომენდებულია არტერიული წნევისთვის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის, ტვინისა და გულის ფუნქციონირებისთვის.

სეირნობა ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია და რაც მთავარია სრულიად უფასო - ერთადერთი სურვილია საჭირო!

გახსოვდეთ, სეირნობისას ძლიერდება იმუნიტეტი, უმჯობესდება მეტაბოლიზმი, იტვირთება სახსრები და კუნთები.

რა შეიცვლება ორგანიზმში თუ ფეხით ისეირნებთ:

  • გაუმჯობესდება გუნება-განწყობილება;
  • შემცირდება სტრესის დონე, გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები;
  • დაწვავთ კალორიას, დაიკლებთ ზედმეტ წონას;
  • მინიმუმამდე შემცირდება ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი;
  • თავს დაიცავთ ვარიკოზული ვენებისგან;
  • გაუმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი;
  • შემსუბუქდება სახსრების ტკივილი;
  • გაიუმჯობესებთ იმუნურ სისტემას;
  • გარანტირებულია მშვიდი ძილი.

 

წყარო:

https://www.prevention.com/fitness/a20485587/benefits-from-walking-every-day/