ზეითუნის ზეთი- ჯანსაღი ზეთი, რომელიც სამზარეულოში ყოველთვის უნდა გქონდეთ

ზეითუნის ზეთი- ჯანსაღი ზეთი, რომელიც სამზარეულოში ყოველთვის უნდა გქონდეთ

ზეითუნის ზეთი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ზეითუნის ზეთი ყველა სხვა მცენარეულ ზეთთან შედარებით მაღალი კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. მდიდარია მონოუჯერი მჟავებით, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.

ზეითუნის ზეთი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, შესაბამისად, ეს სასარგებლო პროდუქტი აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აუმჯობესებს კანისა და თმის სტრუქტურას, რეკომენდებულია ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებისთვის.

ზეითუნის ზეთი შეუცვლელია კოსმეტოლოგიაში - კანისა და თმის მოვლის უამრავი საშუალება სწორედ ამ სასარგებლო ზეთის საფუძველზე მზადდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომლის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ზეითუნის ზეთია, მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს, სასარგებლოა არტერიული წნევისთვის, დიაბეტი ტიპი ორის პრევენციისთვის, ჯანსაღი წონის შენარჩუნებისა და გუნება-განწყობილებისთვის.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა არ არის რაიმე განსაზღვრული კვების სისტემა ან ინსტრუქცია, არამედ წარმოადგენს კვებითი ჩვევებისა და პრინციპების კრებულს; ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მაცხოვრებლები ფიზიკურად აქტიურები არიან და ძირითადად მიირთმევენ ზეითუნის ზეთზე მომზადებულ კერძებს. მათი კვების რაციონი მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, პარკოსნებით, თხილეულით. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ზღვის პროდუქტებს, ფრინველის ხორცს - ზომიერად მიირთმევენ რძის პროდუქტებს (უმეტესად ყველი და იოგურტი), ძალიან იშვიათად ჭამენ შაქრიან თუ ცხიმიან საკვებს.

მოგეხსენებათ, ანთებითი პროცესი ქრონიკული დაავადებების განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ზეითუნის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და გამოირჩევა როგორც ანთების საწინააღმდეგო, ისე ანტიბაქტერიულიეფექტით.

ზეითუნის ზეთი მოწოდებულია შეკრულობის პრევენციისთვის.

 

წყარო:

https://www.bbcgoodfood.com/howto/guide/health-benefits-olive-oil