რა არის ანაფილაქსია?
ანაფილაქსია მწვავე, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქციაა.
როგორც წესი, ანაფილაქსია ვითარდება რამდენიმე წამიდან წუთამდე პერიოდში და მას შემდეგ, რაც ორგანიზმში მოხვდება ის ალერგენი,რაზეც ალერგია გაქვთ.
ანაფილაქსიის დროს იმუნიტეტი იძულებულია გამოათავისუფლოს ქიმიური ნივთიერებების ნაკადი;შედეგად ვითარდება შოკი - არტერიული წნევა უეცრად ეცემა, სასუნთქი გზები ვიწროვდება, შესაბამისად, სუნთქვა რთულდება.
მწვავე ალერგიული რეაქციის დროს პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის ემერჯენსის დეპარტამენტში, ჩატარდეს ეპინეფრინის ინექცია. თუ არ გატარდება გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებები,დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტი დაიღუპოს.
სიმპტომები
მწვავე ალერგიული რეაქციის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- კანის რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სიფერმკრთალე ან კანის სიწითლე);
- დაბალი არტერიული წნევა;
- ენის ან ყელის შეშუპება და სასუნთქი გზების შევიწროება;
- სუსტი და სწრაფი პულსი;
- გულისრევა, ღებინება ან დიარეა;
- თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა.
გამომწვევი მიზეზი
იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც ორგანიზმს უცხო ნივთიერებებისგან იცავს.
ეს პროცესი კარგი, სასარგებლოა იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმს საქმე აქვს უცხო ნივთიერებებთან (მაგალითად, ბაქტერია ან ვირუსი). თუმცა ზოგიერთი ადამიანის იმუნიტეტი მეტისმეტად მწვავედ რეაგირებს იმ ნივთიერებაზეც კი, რომელიც სულაც არ იწვევს ალერგიულ რეაქციას.
ჩვეულებრივ, ალერგიული სიმპტომები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ მწვავე ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიხატოს ანაფილაქსიის სახით.
ბავშვებში ანაფილაქსიას ყველაზე ხშირად იწვევს კვებითი ალერგია. ზრდასრულებში ანაფილაქსიის მიზეზი კვებით ალერგიასთან ერთად აგრეთვე შესაძლოა იყოს ზოგიერთი მედიკამენტი, მწერის ნაკბენი, ლატექსი.
იშვიათად, მაგრამანაფილაქსია შესაძლოა განვითარდეს აერობიკული ვარჯიშის გამო; მაგალითად, ვარჯიშის დაწყებამდე ზოგიერთი საკვების მიღებამ ან ცხელ თუ ცივამინდში ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
იმ შემთხვევაში თუ ალერგიული შეტევის მიზეზი უცნობია, ალერგენის იდენტიფიცირების მიზნით, ალერგოლოგი ნიშნავს შესაბამის ტესტს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ანაფილაქსიის გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება და მედიკოსები ამ მდგომარეობას განმარტავენ იდიოპათიური ანაფილაქსიის სახელწოდებით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anaphylaxis/symptoms-causes/syc-20351468