რატომ ვლინდება სუნთქვის უკმარისობა?
იშვიათია იმაზე უფრო საშიში შეგრძნება როგორიც სუნთქვის უკმარისობაა, როცა გრძნობთ რომ ჰაერი არ გყოფნით. სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას დისპნოე ეწოდება.
სუნთქვის უკმარისობის დროს პაციენტი უჩივის მწვავე დაჭიმულობას გულმკერდის არეში, აქვს შეგრძნება თითქოს ვერ სუნთქავს. პაციენტები განმარტავენ, რომ სუნთქვის უკმარისობისას ისეთი განცდა ჰქონდათ თითქოს იგუდებოდნენ.
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში სუნთქვის უკმარისობა შესაძლოა განვითარდეს ძლიერი ფიზიკური დატვირთვის (ვარჯიში), უკიდურესი ჰაერის ტემპერატურის, სიმსუქნის ან მაღალ მთაშიყოფნის გამო. თუმცა თუ დისკომფორტი ამ მიზეზით არ არის გამოწვეული, სხვა შემთხვევაში,სუნთქვის უკმარისობა რომელიმე დაავადების სიმპტომია.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ სრულიად უმიზეზოდ და მოულოდნელად ან მწვავე ფორმით გამოვლინდა სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება.
გამომწვევი მიზეზი
სუნთქვის უკმარისობა კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში გულის ან ფილტვის პათოლოგიითაა გამოწვეული. მოგეხსენებათ, სწორედ გული და ფილტვი აწვდის ჟანგბადს ქსოვილებს.
მოულოდნელად განვითარებულ სუნთქვის გაძნელებას სუნთქვის მწვავე უკმარისობა ეწოდება და მას იწვევს:
- ანაფილაქსია;
- ასთმა;
- მხუთავი აირით მოწამვლა;
- გულის ტამპონადა;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- კორონავირუსი;
- გულის შეტევა (ინფარქტი);
- არითმია;
- გულის უკმარისობა;
- პნევმონია (ფილტვების ანთება);
- პნევმოთორაქსი;
- პულმონარული ემბოლიზმი;
- სასუნთქი გზების დახშობა.
ქრონიკული (რამდენიმე კვირით ან მეტი ხნით მიმდინარე) სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზებია:
- ასთმა;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება;
- გულის დისფუნქცია;
- ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები;
- სიმსუქნე;
- პლევრული გამონაჟონი.
სხვა ბევრი დაავადების გამო უჭირს ადამიანს საკმარისი ჟანგბადის მიღება და უჩივის სუნთქვის უკმარისობას, განვიხილოთ დეტალურად.
ფილტვის პრობლემები:
- კრუპი;
- ფილტვის კიბო;
- პლევრიტი;
- ფილტვის შეშუპება;
- სარკოიდოზი;
- ტუბერკულოზი.
გულის პრობლემები:
- კარდიომიოპათია;
- გულის უკმარისობა;
- პერიკარდიტი.
სხვა პრობლემები:
- ანემია;
- შფოთვითი დარღვევა;
- ნეკნის მოტეხილობა;
- უცხო სხეულის ჩასუნთქვა;
- ეპიგლოტიტი;
- გილენ-ბარეს სინდრომი და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან პაციენტი თავად გადაიყვანეთ კლინიკის ემერჯენსის დეპარტამენტში იმ შემთხვევაში თუ სუნთქვის უკმარისობა მოულოდნელად აღმოცენდა და მწვავე ფორმითაა (სუნთქვის მწვავე უკმარისობა) გამოხატული.
სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა საჭირო იმ კლინიკურ შემთხვევებშიც, როდესაც სუნთქვის უკმარისობას თან ახლავს ტკივილი გულმკერდის არეში, გულის წასვლა, გულისრევა, მენტალური ცვლილება, ტუჩებისა თუ ფრჩხილების გალურჯება - შესაძლოა პაციენტს გულის შეტევა ან ფილტვის ემბოლია ჰქონდეს.
ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე თუ სუნთქვის უკმარისობასთან ერთად გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
- ტერფისა და კოჭის შეშუპება;
- სწორად წოლის დროს სუნთქვის გაძნელება;
- მაღალი სიცხე, კანკალი და ხველა;
- მსტვინავი სუნთქვა;
- სუნთქვის უკმარისობის მდგომარეობის გაუარესება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/shortness-of-breath/basics/definition/sym-20050890