სოკოვანი ინფექცია საზარდულის არეში

სოკოვანი ინფექცია საზარდულის არეში

რა სიმპტომებით ვლინდება?

ამ მდგომარეობას საზარდულის ეპიდერმოფიტიასაც უწოდებენ.ეს დისკომფორტი ხშირია ათლეტებში და სწორედ ამიტომ ათლეტის ქავილითაც  კი განიმარტება.

სოკოვანი ინფექცია იწვევს სიწითლესა და ქავილს სხეულის თბილ და ნოტიო ადგილებში. როგორც წესი, გამონაყარიჩნდება საზარდულის არეში და ბარძაყის შიდა მხარეში.

სოკოვანი ინფექციით გამოწვეულ ქავილსა და სიწითლეს, გამონაყარს ხშირად უჩივიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ოფლს გამოყოფენ ან ჭარბი წონა აქვთ.

დიახ, ინფექცია დისკომფორტს იწვევს,მაგრამ ჩვეულებრივ, სერიოზული არ არის და მკურნალობასაც ეფექტურად ექვემდებარება - სასურველია საზარდულის არე ხშირად დაიბანოთ (იყოს სუფთა და მშრალი),დაზიანებული კანი ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტით დამუშავდეს.

სიმპტომები

ჩვეულებრივ, იწყება საზარდულის ნაკეცზე კანის შეწითლებით და ხშირად ვრცელდება ბარძაყის ზედა არეზე, ჩნდება გამონაყარი.

პაციენტი უჩივის წვას, აქვს ქავილის შეგრძნება, კანი შესაძლოა აიქერცლოს.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ გამონაყარი მტკივნეულია ან გაქვთ სიცხე. აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 1 კვირის განმავლობაში ან გამონაყარი სრულად არ ალაგდა 3 კვირის შემდეგაც კი.

გამომწვევი მიზეზი

სოკო ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ან დასნებოვნებული ნივთების (მაგალითად, ტანსაცმელი, პირსახოცი და სხვა) გაზიარებით.

ითვლება, რომ საზარდულის არეში სოკოვანი ინფექცია ვითარდება ათლეტის ტერფის გამომწვევი სოკოს გამო.

რისკ-ფაქტორებია:

  • სქესი (მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ);
  • თინეიჯერული ან ახალგაზრდა ასაკი;
  • მჭიდრო, ტანზე მოტკეცილი საცვალი;
  • ჭარბი წონა;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • დასუსტებული იმუნიტეტი;
  • დიაბეტი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/jock-itch/symptoms-causes/syc-20353807