ჰიპოგლიკემიის ნიშნები

ჰიპოგლიკემიის ნიშნები

რა არის ჰიპოგლიკემია?

ჰიპოგლიკემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის (გლუკოზა) დონე ნორმაზე დაბალია (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა).

გლუკოზა ორგანიზმის ენერგიის მთავარი წყაროა.

როგორც წესი, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა დაკავშირებულია დიაბეტთან, მაგრამ ზოგჯერ, იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში,სისხლში შაქრის დონე ეცემა სხვა მიზეზით და ამასთან, ამ პირებს დიაბეტი არ აქვთ.

ჰიპოგლიკემია სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს და მკურნალობის მთავარი მიზანი სისხლში შაქრისდონის ნორმალურ მაჩვენებელზე დაბრუნებაა. შეგვიძლია გამოვიყენოთ შაქრის შემცველი საკვები, სასმელი ან მედიკამენტი, ხოლოშემდგომი ნაბიჯი უშუალოდ ჰიპოგლიკემიის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და მართვაა.

სიმპტომები

როცა სისხლში შაქრის დონე ეცემა, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა;
  • დაღლილობა;
  • ფერმკრთალი კანი;
  • კანკალი;
  • შფოთვა;
  • ოფლიანობა;
  • შიმშილი;
  • გაღიზიანება;
  • დაბუჟება თუ ჩხვლეტა ტუჩების, ენის ან ლოყის არეში.

ჰიპოგლიკემიის მწვავე ფორმის დროს ვლინდება:

  • დაბნეულობა, უჩვეულო ქცევა;
  • მხედველობის გაუარესება, მაგალითად, ბუნდოვანი მხედველობა;
  • გულყრა;
  • გონების დაკარგვა.

მიმართეთ ექიმს თუ არ გაქვთ დიაბეტი, მაგრამ გამოგივლინდათ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ასევე აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუდიაბეტის დიაგნოზი გაქვთ და ჰიპოგლიკემიას ვერ აუმჯობესებთ პირველადი დახმარებით (ტკბილი წვენის, ტკბილეულის ან გლუკოზის შემცველი მედიკამენტის მიღება).

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან ჰიპოგლიკემიის ისტორია, აღენიშნება მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები, ან კარგავს გონებას.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოგლიკემიის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე ხშირად ვითარდება დიაბეტისთვის განკუთვნილი წამლის გვერდითი ეფექტის გამო.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ზედმეტი ინსულინი ან დიაბეტის მართვისთვის გამოწერილი სხვა მედიკამენტი შესაძლოა იყოს სისხლში შაქრის დონის დაწევის მიზეზი.

ჰიპოგლიკემია შესაძლოა ჩამოყალიბდეს იმ შემთხვევაშიც თუ დიაბეტის წამლის მიღების შემდეგ ჩვეულზე ნაკლებ საკვებს მიირთმევთ ან ფიზიკურად ზედმეტად დაიტვირთებით.

თუ ადამიანს დიაბეტი არ აქვს და ჰიპოგლიკემია განუვითარდა, შესაძლო გამომწვევი მიზეზია:

  • მედიკამენტი;
  • მშიერ კუჭზე ჭარბი დოზით ალკოჰოლის მიღება;
  • ჰეპატიტი ან ციროზი;
  • ორგანიზმში ინსულინის ჭარბი გამომუშავება;
  • ჰორმონის დეფიციტი.

ჰიპოგლიკემია, ძირითადად, ვითარდება მაშინ, როცა მშიერი ხართ და დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზმისთვის საჭირო საკვებს არ მიირთმევთ.

თუმცა ზოგჯერ ჰიპოგლიკემიის სიმპტომების მიზეზისწორედ კვების რაციონია - როცა დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ საკვებს მიირთმევთ.ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე რეაქტიული ჰიპოგლიკემია ეწოდება. რეაქტიული ჰიპოგლიკემია უფრო მეტად მოსალოდნელია იმ პირებში, ვისაც ჩაუტარდათ ოპერაცია კუჭზე.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hypoglycemia/symptoms-causes/syc-20373685