ჰიპერგლიკემია დიაბეტის დროს - რა სიმპტომებით ვლინდება სისხლში შაქრის მაღალი დონე?

ჰიპერგლიკემია დიაბეტის დროს - რა სიმპტომებით ვლინდება სისხლში შაქრის მაღალი დონე?

რა არის ჰიპერგლიკემია?

ჰიპერგლიკემია, ანუ სისხლში შაქრის მაღალი დონე ვითარდება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

ჰიპერგლიკემია შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ყველაზე ხშირად გამოწვეულია ზოგიერთი საკვებით, ავადმყოფობით, არადიაბეტური მედიკამენტით და სხვა.

ჰიპერგლიკემიის მართვა აუცილებელია, რადგან გართულებულ კლინიკურ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ისეთი საშიში პათოლოგია როგორიცაა დიაბეტური კომა.ხანგრძლივი დროით მიმდინარე, მუდმივი ჰიპერგლიკემიის გამო ზიანდება თვალები, თირკმელი, ნერვული სისტემა და გული.

სიმპტომები

ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა სიმპტომურად ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე მნიშვნელოვნად იზრდება.

სიმპტომები ვითარდება ნელა რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. რაც უფრო დიდხანს არის სისხლში შაქრის დონე მომატებული, უფრო მეტად მწვავდება სიმპტომატიკა.აღსანიშნავია, რომ თუნდაც ჰიპერგლიკემიის განვითარების შემთხვევაში, დიაბეტი ტიპი ორის (დიაბეტი ტიპი 2) დროს პაციენტები ვერ გრძნობენ რაიმე სპეციფიკურ სიმპტომებს.

ადრეული ნიშნები და სიმპტომები

ადრეულ ეტაპზე შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ხშირი შარდვა;
  • გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • დაღლილობა;
  • თავის ტკივილი.

ნიშნები და სიმპტომები, რომელიც შედარებით გვიან ვლინდება

არანამკურნალებელ შემთხვევაში ჰიპერგლიკემიის გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს კეტოაციდოზი. ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ხილის გემო პირის ღრუში;
  • გულისრევა და ღებინება;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • პირის სიმშრალე;
  • სისუსტე;
  • დაბნეულობა;
  • კომა;
  • ტკივილი მუცლის არეში.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ:

  • ავად ხართ, თავს გრძნობთ ცუდად და გიჭირთ საკვების ან სითხის მიღება/შენარჩუნება;
  • სისხლში შაქრის დონე ხანგრძლივად მაღალია და შარდში შენიშნეთ კეტონები.

აუცილებლად ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე თუ:

  • გაქვთ დიარეა ან ღებინება, მაგრამ შეგიძლიათ საკვების,ან სასმელის მიღება;
  • 24 საათზე მეტი გავიდა და ისევ სიცხე გაქვთ;
  • დიაბეტის მართვისთვის განკუთვნილი მედიკამენტის მიღების მიუხედავად სისხლში შაქრის დონე მაღალია;
  • ვერ ინარჩუნებთ გლუკოზის დონეს სასურველ დიაპაზონში.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპერგლიკემიას ბევრი ფაქტორი იწვევს.

რისკ-ფაქტორებია:

  • არ იყენებთ საკმარის ინსულინს ან დიაბეტის მედიკამენტს (ორალური წამალი);
  • სწორად არ იკეთებთ ინსულინის ინექციას ან ინსულინი ვადაგასულია;
  • არ იცავთ დიაბეტის კვების რეჟიმს;
  • არ ხართ ფიზიკურად აქტიური;
  • ავად ხართ ან ინფექცია გაქვთ;
  • იყენებთ ზოგიერთ მედიკამენტს;
  • მიიღეთ ტრავმა ან ჩაგიტარდათ ქირურგიული ოპერაცია;
  • გადაიტანეთ ემოციური სტრესი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hyperglycemia/symptoms-causes/syc-20373631