რა ფუნქციას ასრულებს აორტა ორგანიზმში?
აორტა ორგანიზმის ყველაზე დიდი სისხლძარღვია. მისი დახმარებით გულიდან სხეულის დანარჩენ არეში ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიედინება. აორტის კოარქტაციის, ანუ აორტის შევიწროების გამო გული მეტი დატვირთვით იწყებს მუშაობას.
აორტის კოარქტაცია, ძირითადად, თანდაყოლილია.
სიმპტომებიშესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე და სავსებით შესაძლებელია პათოლოგია მხოლოდ ზრდასრულ ასაკში დიაგნოსტირდეს.
აღსანიშნავია, რომ აორტის შევიწროებასთან ერთად პაციენტებს აქვთ გულის თანმდევი დეფექტიც.
სიმპტომები
აორტის მწვავე შევიწროების შემთხვევაში ბავშვების ორგანიზმში დაბადებიდან მცირე დროში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ფერმკრთალი კანი;
- გაღიზიანება;
- ჭარბი ოფლიანობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- კვებასთან დაკავშირებული პრობლემები.
შედარებით ზრდასრულ ასაკში შესაძლოა გამოვლინდეს:
- მაღალი არტერიული წნევა;
- თავის ტკივილი;
- კუნთების ტკივილი;
- ცივი ტერფი ან ფეხის კუნთის კრუნჩხვა;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- ტკივილი გულმკერდის არეში.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ (თქვენან ბავშვს) გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
- მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში;
- გულის წასვლა;
- მოულოდნელად აღმოცენებული სუნთქვის უკმარისობა;
- აუხსნელი მაღალი არტერიული წნევა.
გამომწვევი მიზეზი
აორტის კოარქტაციის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
რადგან პათოლოგია დაბადებისთანავე ჩამოყალიბებულია, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მთავარი მიზეზი გულის თანდაყოლილი დეფექტია.
ძალიან იშვიათად, მაგრამ აორტის შევიწროება შესაძლოა მოგვიანებით განვითარდეს, დიახ, მედიცინა იცნობს პაციენტებს, რომელთაც აორტის კოარქტაცია დაბადებიდან არ აქვთ.
მეცნიერები განმარტავენ, რომთუ პათოლოგია თანდაყოლილი არაა, აორტის შევიწროება შესაძლოა იყოს ისეთი შემთხვევებით გამოწვეული როგორიცაა:
- ტრავმული დაზიანება;
- ათეროსკლეროზი;
- სისხლძარღვის ანთება.
აორტის კოარქტაციას, როგორც წესი, თან ახლავს გულის თანდაყოლილი დეფექტი და ეს პათოლოგიებია:
- მიტრალური სარქვლის დაზიანება;
- სუბაორტული სტენოზი;
- ღია არტერიული სადინარი;
- თანდაყოლილი მიტრალური სარქვლის სტენოზი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, აორტის შევიწროება ქალებთან შედარებით მამაკაცებში უფრო ხშირია.
გართულებული შემთხვევები
აორტის კოარქტაციის მკურნალობა აუცილებელია - წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება ჯანმრთელობის რიგი პრობლემები და სავსებით შესაძლებელია კლინიკური შემთხვევა ფატალურადაც კი დასრულდეს.
აორტის შევიწროების ყველაზე ხშირ და ხანგრძლივ გართულებას მაღალი არტერიული წნევა წარმოადგენს.
გართულებულ კლინიკურ შემთხვევაში ასევე შესაძლებელია განვითარდეს ტვინის ანევრიზმა ან სისხლჩაქცევა ტვინში, აორტის განშრევება, გულის უკმარისობა, ინსულტი, კორონარული არტერიის დაავადება, თირკმლის უკმარისობა და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/coarctation-of-the-aorta/symptoms-causes/syc-20352529