ჭარხლის წვენი -ვიტამინი თქვენი ორგანიზმისთვის

ჭარხლის წვენი -ვიტამინი თქვენი ორგანიზმისთვის

რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ჭარხლის წვენი?

ჭარხლის წვენი გემრიელი და სასარგებლოა - ამ სასმელში ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების უნიკალური კომბინაციაა.

ჭარხლის წვენი შეიცავს:

  • ფოლატს (აუცილებელია უჯრედის სიჯანსაღისთვის);
  • ვიტამინს B-6 (აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესს);
  • კალციუმს (ძვლის ჯანმრთელობის საწინდარი);
  • რკინას (სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის გადატანაში ეხმარება);
  • მაგნიუმს (ეს მინერალი აძლიერებს იმუნიტეტს, სასარგებლოა გულისთვის, კუნთებისა და ნერვული სისტემისთვის);
  • ფოსფორს (სასარგებლოა კბილებისთვის, ძვლებისა და უჯრედის აღდგენისთვის);
  • სპილენძს (მონაწილეობს კოლაგენის გამომუშავებაში, ეხმარება ძვალსა და სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას);
  • თუთიას (ორგანიზმს ჭრილობის შეხორცებაში ეხმარება, ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს, აუცილებელია იმუნიტეტისთვის);
  • ანტიოქსიდანტებს (ანტიოქსიდანტი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს, შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი).

წარმოგიდგენთ ჭარხლის წვენის სასარგებლო თვისებებს:

  • რეკომენდებულია სისხლის წნევისთვის, ამცირებს არტერიულ წნევას;
  • ანთების საწინააღმდეგო ნაერთის მეშვეობით, გიცავთ ანთებისგან;
  • მოწოდებულია ანემიის პრევენციისთვის;
  • ჭარხლის წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რკინით, A ვიტამინით, B-6 ვიტამინით. ეს ვიტამინები და მინერალები სასარგებლოა ღვიძლისთვის. ჭარხლის წვენი ღვიძლს ანთებისგან და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს, ეხმარება ორგანოს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში;
  • დალიეთ ეს გემრიელი სასმელი თუ ვარჯიშობთ.

გვერდითიეფექტი

როგორცსტატიაშივკითხულობთ, უმეტესადჭარხალიდაჭარხლისწვენიარგამოირჩევასერიოზულიგვერდითიეფექტით,თუმცაგარკვეულშემთხვევაშიმისითვითნებურადმიღებადაუშვებელია.

მაგალითად,თირკმლისდაავადებისდროსკვებისრაციონიშეადგინეთმკურნალექიმთან - გარკვეულრისკ-ჯგუფშითირკმლისკენჭებისგანვითარებისრისკია.

ასევეთუგაქვთდაბალიწნევაანამკონკრეტულმონაკვეთშიმკურნალობთარტერიულწნევასმედიკამენტებით,კარდიოლოგისმიერდანიშნულიკურსითვითნებურადარშეცვალოთ - რამდენადდასაშვებიაჭარხალიანჭარხლისწვენითქვენიორგანიზმისთვის უნდა დადგინდეს მხოლოდმკურნალიექიმის მიერ!

შეიძლებაშენიშნოთ, რომჭარხლისწვენისმიღებისშემდეგშარდის ფერიშეიცვალა - ესდროებითია. 

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/324898#blood-pressure