რა არის დიაბეტური კომა?
დიაბეტური კომა დიაბეტის სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა, რომელიც ცნობიერების დაკარგვას იწვევს.
დიაბეტის დიაგნოზის დროს სისხლში შაქრის სახიფათოდ მაღალი რაოდენობა (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის მკვეთრად დაბალი მაჩვენებელი (ჰიპოგლიკემია), ასევე დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის მძიმე გართულებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება კეტონ-მჟავების დიდი რაოდენობა) დიაბეტური კომის ჩამოყალიბების მთავარი რისკ-ფაქტორებია.
დიაბეტური კომის დროს პაციენტი ცოცხალია, მაგრამ არ რეაგირებს გამღიზიანებლებზე (სინათლე, ხმა და სხვა). არანამკურნალებელ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტი დაიღუპოს.
დიაბეტური კომის პრევენცია შესაძლებელია და ამ პათოლოგიისგან თავის არიდების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება დიაბეტის მართვა, მკურნალობის კურსის დამორჩილებაა.
სიმპტომები
დიაბეტური კომის ჩამოყალიბებამდე ორგანიზმში ვლინდება ისეთი სიმპტომები, რომელიც სისხლში შაქრის დონის შემცირებასთან ან მომატებასთანაა დაკავშირებული.
როცა სისხლში შაქრის დონე მაღალია (ჰიპერგლიკემია) ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
- ხშირი შარდვა;
- დაღლილობა;
- გულისრევა და ღებინება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- მუცლის ტკივილი;
- მოტკბო გემო პირის ღრუში;
- პირის სიმშრალე;
- აჩქარებული გულისცემა.
როცა სისხლში შაქრის დონე დაბალია (ჰიპოგლიკემია) ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- მოუსვენრობა, გაღიზიანება, ნერვიულობა;
- შფოთვა;
- დაღლილობა;
- სისუსტე;
- ოფლიანობა;
- შიმშილის შეგრძნება;
- გულისრევა;
- მეტყველების გაძნელება;
- დაბნეულობა;
- თავბრუსხვევა.
თუ გაქვთ ჰიპერგლიკემიის ან ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე და იხელმძღვანელეთ მკურნალობის გეგმით.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან პირიქით თავს უფრო ცუდად იგრძნობთ, გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება. სამედიცინო პერსონალი დიაბეტის დიაგნოზის შესახებ აუცილებლად გააფრთხილეთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diabetic-coma/symptoms-causes/syc-20371475