რას ნიშნავს ზარმაცი თვალი?
ზარმაცი თვალი სამედიცინო ენაზე ამბლიოპია ჩვილობის და ადრეული ბავშვობის პერიოდში მხედველობის არასწორი განვითარებით გამოწვეული მდგომარეობაა.
როგორც წესი, ამბლიოპია ერთ თვალში ვითარდება. იშვიათად, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგია გავლენას ახდენს ორივე თვალზე.
ზარმაცი თვალი, ძირითადად, დაბადებიდან პირველი 7 წლის განმავლობაში ყალიბდება. ბავშვი ერთი თვალით უფრო ცხადად ხედავს, ვიდრე მეორეთი და შესაბამისად, მხედველობა ჯანსაღ თვალზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომამბლიოპია ბავშვებში მხედველობის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია.
ზარმაცი თვალის ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორებია:
- ნაადრევი მშობიარობა;
- ახალშობილის მცირე წონა;
- ზარმაცი თვალის ოჯახური ანამნეზი;
- განვითარების დარღვევა.
ადრეული დიაგნოსტირებით მხედველობასთან დაკავშირებულიპრობლემების პრევენციაა შესაძლებელი.
დაქვეითებული მხედველობის კორექტირებისთვის მოწოდებულია სათვალე, კონტაქტური ლინზები, მედიკამენტური თერაპია ან ქირურგიული ოპერაცია.
სიმპტომები
ამბლიოპიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- თვალის უმიზნო მოძრაობა შიდა ან გარე მიმართულებით;
- თვალების კოორდინაციის დარღვევა;
- სიღრმის აღქმის დაქვეითება;
- სიელმე ან თვალის დახუჭვა (ქუთუთოს დახურვა/დახუჭვა);
- თავის გადახრა;
- მხედველობის სკრინინგული კვლევის პათოლოგიური შედეგი.
თუ ზარმაც თვალს არ უმკურნალებთ, პათოლოგია მხედველობის დაკარგვას გამოიწვევს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lazy-eye/symptoms-causes/syc-20352391