კალიუმი და მისი როლი ორგანიზმში

კალიუმი და მისი როლი ორგანიზმში

რა ფუნქციას ასრულებს კალიუმი ორგანიზმში?

კალიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალია.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კალიუმი ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას,გიცავთ კუნთის მასის განლევისგან,დადებითად აისახება ძვლის ჯანმრთელობაზე, ახდენს თირკმლის კენჭების ფორმირების პრევენციას, უჯრედებს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.

კალიუმი არეგულირებს ორგანიზმში სითხის ბალანსს და აკონტროლებს გულისა და სხვა კუნთების ელექტრული აქტივობის პროცესს.

მეცნიერთა განმარტებით, როცა კალიუმის დონე დაბალია, მნიშვნელოვნად იზრდება მაღალი არტერიული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბების რისკი.

ჰიპოკალემია ეწოდება მდგომარეობას, როდესაცსისხლის მიმოქცევაში ნორმაზე დაბალია კალიუმის მაჩვენებელი. ამ დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • საერთო სისუსტე და დაღლილობა;
  • კუნთების ტკივილი;
  • ყაბზობა;
  • სუნთქვის პრობლემები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელია კალიუმის ნორმაზე მეტი რაოდენობაც. სისხლში კალიუმის ჭარბ რაოდენობას სამედიცინო ენაზე ჰიპერკალემია ეწოდება.

ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს. ლაბორატორიული ანალიზით შესაძლებელია სისხლში კალიუმის დონის განსაზღვრა.

კალიუმით მდიდარია:

  • ბანანი;
  • ავოკადო;
  • ტკბილი კარტოფილი;
  • ისპანახი;
  • საზამთრო;
  • თეთრი ლობიო;
  • პომიდორი;
  • ჭარხალი;
  • ფორთოხალი.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/287212