როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში?
ჯანსაღი სახისკანი მხოლოდ კარგი დნმ-ის შედეგი არ არის და მის სტრუქტურაზე სერიოზულ გავლენას ახდენს ყოველდღიური ჩვევები. სწორედ სარკეში აისახება ის თუ როგორ ზრუნავთ კანზე ან პირიქით.
კანის ზრუნვის მთავარი 3 პრინციპია:
- სახის დაბანა, კანის გასუფთავება;
- ტონირება;
- დატენიანება.
სახის კანის სიჯანსაღისთვის რეკომენდებულია:
- სახე დღეში ორჯერ (დილით და ღამით, ძილის წინ) დაიბანეთ;
- გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი გამწმენდი;
- აუცილებლად უნდა გქონდეთ ე.წ. ტონერი, რომელიც აცოცხლებს, ატონიზირებს კანს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს;
- რჩევა არ გჭირდებათ - ღამის დამატენიანებელი კრემი თქვენი კანის ერთგული და შეუცვლელი მეგობარია;
- როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ არასდროს დაიძინოთ მაკიაჟით;
- უძილობა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და გამონაკლისი არც სახის კანია. გახსოვდეთ, კანი კოლაგენს ძილში გამოიმუშავებს;
- კანის სიჯანსაღისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი;
- კანი ყოველთვის დაიცავით მზისგან;
- მხოლოდ გარეგანი მოხმარების კოსმეტიკური საშუალებებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ - უნდა აკონტროლოთ კვების რაციონიც. ხშირად უნდა მიირთვათ ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები. კანის საყვარელი პროდუქტი ხილი და ბოსტნეულია;
- არ დაგავიწყდეთ ვარჯიშის როლიც. ფიზიკური აქტივობის მეშვეობით კანი რეკომენდებული დოზის ჟანგბადით იკვებება, თავისუფალი რადიკალებისგან თავდაცვას ახერხებს. ვარჯიში მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის დონესაც, შესაბამისად, ხდება კანის ნაადრევად დაბერების პრევენცია (როგორც წესი, ვარჯიშის დროს ყველა ადამიანი ოფლიანობს და ფიზიკური აქტივობის დასრულების შემდეგ ყოველთვის უნდა დაიბანოთ სახე);
- კანის უჯრედს ფუნქციონირებისთვის წყალი სჭირდება. წყლის მიღების შემდეგ კანის ხარისხი უმჯობესდება. ამასთან,მნიშვნელოვნად შეამცირეთ ალკოჰოლის და ყავის დოზა - ცნობილია, რომ ეს 2 სასმელი კანის გაუწყლოების რისკს ზრდის;
- უმჯობესია დაიბანოთ თბილი წყლით. ცხელი წყალიდა ხანგრძლივი შხაპიკანს აცლის აუცილებელ ბუნებრივ ცხიმს, შესაბამისად, მაქსიმალურად აკონტროლეთ აბაზანაში ყოფნის დრო და წყლის ტემპერატურა.
წყარო:
https://www.sallybskinyummies.com/blogs/blogs/17681905-the-10-best-ways-to-take-care-of-your-skin