წარმოგიდგენთ ბროკოლის სასარგებლო თვისებებს.
ბროკოლი მდიდარია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, მინერალებით, ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიას.
ბროკოლის შემადგენლობაშია C ვიტამინი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და გაციებისგან გიცავთ. ცნობილია, რომ ეს ვიტამინი დადებითად აისახება იმუნურ სისტემაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება კატარაქტას, ანემიის, კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკი.
C ვიტამინის მეშვეობით გამომუშავდება კოლაგენი - კოლაგენი საჭიროა კანის სიჯანსაღისთვის. ეს ვიტამინი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი - კანს დაზიანებისგან და ნაადრევი ნაოჭებისგან იცავს.
ბროკოლი შეიცავს კალციუმსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ძვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
თუმცა კალციუმის როლი მხოლოდ ძვლის სიმტკიცეზე ზრუნვით არ შემოიფარგლება და რეკომენდებულია კუნთის შეკუმშვისთვის, გულის ნორმალური რიტმისთვის, ნერვული გამტარობის რეგულირებისთვის, სისხლის კოაგულაციისთვის, ჰორმონის გამომუშავებისთვის და სხვა.
ბროკოლის მიღების შემთხვევაში გაუმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი, რადგან ეს გემრიელი პროდუქტი საკვებ ბოჭკოს შეიცავს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბროკოლი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
ბროკოლი დაგეხმარებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების პრევენციაში. კარდიოლოგთა აზრით, ბროკოლი გულისთვის სასარგებლო პროდუქტთა სიის უცვლელი წევრია, რადგან მდიდარია ბოჭკოთი, ანტიოქსიდანტებითა და კალიუმით; მედიკოსები ასევე მოგვიწოდებენ, რომ რაციონში მაქსიმალურად შევამციროთ მარილის დოზა, ხშირად მივირთვათ კალიუმით მდიდარი პროდუქტები და ვაკონტროლოთ არტერიული წნევა.
კვებითი ალერგიის შემთხვევაში მისი მიღება დაუშვებელია. თუ გაქვთ რომელიმე დაავადება ან მკურნალობთ მედიკამენტებით, რაციონში ბროკოლის და ნებისმიერი სხვა პროდუქტის ჩართვის საკითხი უნდა გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
წყარო: