შარდის შეუკავებლობა ხშირი ჩივილია.
ამ დროს ადამიანს უჭირს შარდის ბუშტის კონტროლი, რაც თავისთავად უხერხულობას, სერიოზულ დისკომფორტს იწვევს. სავსებით შესაძლებელია შარდმა გამოჟონოს სრულიად უწყინარი დაცემინების ან დახველების დროსაც კი.
შარდის შეუკავებლობა ხშირია ხანდაზმულ ასაკში.
თუ აღნიშნული დარღვევა აფერხებს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმს, მიმართეთ ექიმს და დროულად დაიწყეთ მკურნალობა.
როგორ მკურნალობენ შარდის შეუკავებლობას?
პირველ რიგში უნდა დადგინდეს თუ რა ტიპის შარდის შეუკავებლობასთან გვაქვს საქმე - გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.
როგორც წესი, ექიმი ადგენს ჯანსაღი კვების რაციონს (რეკომენდებულია რაციონიდან ალკოჰოლის, კოფეინის, მჟავე საკვების, ჭარბი რაოდენობის სითხის ამოღება), მოგიწოდებთ ივარჯიშოთ და ზედმეტი წონის შემთხვევაში დაიკლოთ რამდენიმე კილოგრამი.
ექიმის დანიშნულებისამებრ, შესაძლოა საჭირო გახდეს მცირე მენჯის კუნთების ვარჯიში.
შარდის ბუშტის სრულად დაცლის მიზნით, სასურველია საპირფარეშოთი ისარგებლოთ ყოველ 2 საათში.
შარდის შეუკავებლობის მკურნალობის მეთოდებს მოიცავს როგორც მედიკამენტური თერაპია, ისე სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა.
შარდის შეუკავებლობის ფორმები
შარდის შეუკავებლობის ტიპებია:
- სტრესული შეუკავებლობა;
- ურგენტული შეუკავებლობა;
- შარდის ბუშტის არასრული დაცლით გამოწვეული შეუკავებლობა;
- ფუნქციური შეუკავებლობა;
- შერეული შეუკავებლობა.
გამომწვევი მიზეზი
შარდის შეუკავებლობა არ არის დაავადება, სიმპტომია! ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ყოველდღიური ჩვევა, ისე ფარულად მიმდინარე დაავადება თუ პრობლემა. სწორედ ამიტომ თვითმკურნალობა დაუშვებელია - მხოლოდ შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზეა შესაძლებელი მიზეზის დადგენა, შეუკავებლობის ფორმის დიაგნოსტირება და მკურნალობა.
შარდის დროებითი შეუკავებლობის გამომწვევი მიზეზებია:
- ალკოჰოლი;
- კოფეინი;
- გაზიანი სასმელი;
- ხელოვნური დამატკბობელი;
- შოკოლადი;
- წიწაკა;
- საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს სანელებელს, შაქარს ან მჟავას;
- C ვიტამინის დიდი დოზა;
- ზოგიერთი მედიკამენტი.
შარდის ხანგრძლივი შეუკავებლობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ორსულობა;
- მშობიარობა;
- ასაკის მატება;
- მენოპაუზა;
- ჰისტერექტომია;
- პროსტატის გადიდება;
- ობსტრუქცია;
- ნევროლოგიური დარღვევა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/urinary-incontinence/symptoms-causes/syc-20352808