რა არის იმუნოჰისტოქიმიური კვლევა?
იმუნოჰისტოქიმია წარმოადგენს მორფოლოგიურ კვლევას, რომლის მეშვეობითაც დგინდება წარმონაქმნი სიმსივნურია თუ არა.
აღნიშნული კვლევის დროს ბიოფსიური მასალა მუშავდება სპეციფიკური ანტისხეულებით. საკვლევი უჯრედი ინიშნება, ფერადდება ლაბორატორიული საღებავით.
რა მიზნით ინიშნება იმუნოჰისტოქიმიური კვლევა?
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ძირითადი მიზანია ვიზუალურად თვალსაჩინო გახდეს თუ ქსოვილის ნიმუშის რა არეშია გამოხატული სპეციფიკური ანტიგენები.
კიბოს ან ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია სპეციფიკური ცილების ადგილმდებარეობის განსაზღვრა. მაგალითად, იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ხშირად ინიშნება ძუძუს კიბოს ზოგიერთი ფორმის დიაგნოსტირების მიზნით.
იმუნოჰისტოქიმია ძალიან სასარგებლოა ქსოვილის ბიოფსიისას ცილის HER2 რაოდენობის გამოსავლენად.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდი ფართოდ გამოიყენება კანცეროგენურ სიმსივნეებში არსებული პათოლოგიური უჯრედების დიაგნოსტირებისთვის.
ამასთან, იმუნოჰისტოქიმია ეფექტურია ბიომარკერის გავრცელებისა და მდებარეობის შესასწავლად და ბიოლოგიური ქსოვილის სხვადასხვა ნაწილში დიფერენცირებული ცილების განსასაზღვრად.
იმუნოჰისტოქიმია აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტირებისა და შესაბამისად, ადეკვატური მკურნალობის კურსისთვის, ასევე წარმონაქმნის დიფერენცირებისთვის.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ონკოლოგს საშუალებას აძლევს განსაზღვროს სიმსივნის ჰისტოგენეზი და განსაკურებით იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც რთულია პირველადი კერის მდებარეობის დადგენა.
იმუნოჰისტოქიმიური დიაგნოსტირება აგრეთვე ეფექტურია სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი სიმსივნეების ჯგუფის გამოსავლენად და სიმსივნის ჰორმონდამოკიდებულების განსასაზღვრად.
როგორც უკვე მოგახსენეთ, იმუნოჰისტოქიმია აუცილებელია თითქმის ყველა კლინიკურ შემთხვევაში, პათოლოგიის პირველადი დიაგნოსტირების მიზნით.
გამოკვლევის დროს მიკროსკოპულ აღწერილობაში მითითებულია თუ რომელი ტიპის ანათლებზე ჩატარდა გამოკვლევა, რომელი იმუნოჰისტოქიმიური მარკერი გამოიყენეს, რომელ უჯრედულ პოპულაციაში იქნა გამოვლენილი ცალკე აღებული იმუნოჰისტოქიმიური მარკერი და სხვა.
რა არის ონკომარკერი?
ონკომარკერი, ანუ სიმსივნური მარკერი წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, ძირითადად, ცილას.
როგორც წესი, ონკომარკერს გამოიმუშავებს სიმსივნური უჯრედები, მაგრამ ზოგჯერ გამომუშავდება უშუალოდ ორგანიზმის მიერ სხვადასხვა სიმსივნური და არასიმსივნური მდგომარეობების საპასუხოდ.
ავთვისებიანი პროცესის დროს ონკომარკერის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ონკომარკერების რაოდენობის ზრდა გამოწვეულია არაონკოლოგიური მდგომარეობის გამო და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს სავსებით მოსალოდნელია ავთვისებიანი სიმსივნური პროცესის დროს და განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე, მისი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში იყოს.
სწორედ ამიტომ ონკომარკერი გამოიყენება სხვა კვლევებთან (სიმსივნური წარმონაქმნის ბიოფსია, მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა) კომბინაციაში და კვლევის მიზანი ავთვისებიანი სიმსივნური პროცესის ვერიფიცირებაა.
როგორ ტარდება იმუნოჰისტოქიმიური კვლევა?
იმუნოჰისტოქიმია მოიცავს რამდენიმე საფეხურს.
პირველ რიგში ქსოვილი და უჯრედი მყარად უნდა დაფიქსირდეს. ამისთვის გამოიყენება შესაკავშირებელი აგენტები (მაგალითად, ფორმალდეჰილის მსგავსი ქიმიკალი), რომელიც დამატებით მოლეკულათაშორის კავშირებს წარმოქმნის. ასეთი მეთოდით შესაძლებელია ქსოვილოვანი რეაქციის აქტივობისა და იმპლანტის უჯრედული რეზორბციის სიჩქარის შემცირება. უფრო მარტივად რომ განვმარტოთ, აღნიშნული მეთოდით უჯრედის სტრუქტურული თვისების სტაბილიზირება ხდება და კვლევის ავტორი დაცულია პროცესის დროს ხარისხის ნებისმიერი შესაძლო ცვლილებისგან.
შემდეგი ნაბიჯია უჯრედის გაჟღენთვა და ამისთვის გამოიყენება Triton X (ანიონოგენური ზედაპირულ-აქტიური ნივთიერება). Triton X ანტისხეულებს ქსოვილში შეღწევისა და უჯრედში ეპიტოპთან (ანტიგენის განსაზღვრული უბანი) დაკავშირების საშუალებას აძლევს.
ამის შემდეგ ემატება პირველადი და მეორეული ანტისხეულები.
ენზიმებმა (ფერმენტები) შესაძლოა მიზანში ამოიღოს ზოგიერთი სუბსტრატი და კატალიზირდეს დამჟავება. ამ პროცესის საბოლოო შედეგი ფერადი, მკვეთრი ნაერთის შექმნაა. ეს ფერადი ნაერთი ლოკალიზებულია იმ არეში, სადაც ანტისხეული მიზნობრივად შეიყვანეს. შეღებილი სივრცე, რომელიც ახლოს მდებარეობს ინტერესის ობიექტთან (საკვლევი ცილა), ქსოვილის დანარჩენი მასისგან განსხვავებული ფერით გამოირჩევა.
დასასრულს, ქსოვილები კონტრასტული შეფერილობისაა, რათა კვლევის დროს მარტივი გახდეს იმის გარჩევა თუ რომელი ქსოვილი შეიღება იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მიზნით და რომელია შეუღებავი სივრცე.
P.S. მორფოლოგიური მასალის გამოკვლევა უკვე შესაძლებელია Acibadem Labmed-ში ოფიციალური პარტნიორის აი-ლაბ I-Lab-ის მეშვეობით. იხილეთ ვრცლად