წარმოგიდგენთ კივის სამკურნალო თვისებებს.
ეს გემრიელი ხილი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და საკვები ნივთიერებებით.
მის შემადგენლობაშია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ისეთი ვიტამინები და მინერალები როგორიცაა C, E და K ვიტამინები, ფოლატი და კალიუმი.
კივი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, წარმოადგენს საკვები ბოჭკოს წყაროს. საკვები ბოჭკო, ანუ უჯრედისი ორგანიზმის გამწმენდია, შესაბამისად, სწორედ მისი მეშვეობით უმჯობესდება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესი, ნაწლავების მოტორული ფუნქცია.
რამდენიმე მიზეზი, რის გამოც კივი დღეიდან უფრო მეტად შეგიყვარდებათ:
- ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს;
- მინიმუმამდე ამცირებს ოქსიდაციური სტრესის რისკს;
- არტერიული წნევის მართვაში გეხმარებათ;
- სასარგებლოა მხედველობისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კივი არ უნდა მიირთვათ იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ალერგია. ხილი უნდა მიიღოთ მხოლოდ მკურნალი ექიმის ნებართვით თუ გაქვთ ისეთი დარღვევა, დაავადება, რომელიც სისხლდენას იწვევს. ასევე თუ უნდა ჩაიტაროთ ქირურგიული ოპერაცია, მოერიდეთ კივს და იხელმძღვანელეთ მხოლოდ ქირურგის რეკომენდაციის შესაბამისად.
წყარო:
https://www.healthline.com/health/7-best-things-about-kiwi#helps-treat-asthma