რას ნიშნავს ასაკობრივი პიგმენტური ლაქები?
მსგავსი ლაქები შესაძლოა შეგიმჩნევიათ ხანდაზმული ადამიანის სხეულზე. ასაკობრივი ლაქა არის კანის პაწაწინა, ბრტყელი, მუქი შეფერილობის ლაქები. შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ზომის და ჩვეულებრივ, ჩნდება ისეთ არეზე, რომელიც მზისგან დაუცველია, მაგალითად, სახეზე, ხელზე, მხარსა და მკლავზე.
ასაკობრივი პიგმენტური ლაქები ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით, მაგალითად, მზის ლაქები, ღვიძლის ლაქები და მზის ჭორფლი.
როგორც წესი, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები ვითარდება 50 წელს გადაცილებულ პირებში, თუმცა შესაძლოა განვითარდეს იმ ახალგაზრდების სხეულზეც, ვინც დიდ დროს ატარებს მზეზე.
ნამდვილი ასაკობრივი პიგმენტური ლაქები მკურნალობას არ საჭიროებს და ერთადერთი რეკომენდაციაა მზეზე ყოფნის დროს სხვადასხვა მეთოდით დაიცვათ სხეული მზის დამატებითი მავნებელი ზემოქმედებისგან.
კოსმეტიკური მიზეზების გამო შესაძლებელია ლაქების გათეთრება ან მოშორება.
ასაკობრივი პიგმენტური ლაქებისგან თავის დაცვის მიზნით, სასურველია რეგულარულად გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი.
როდის მივმართოთ ექიმს?
როგორც უკვე მოგახსენეთ, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა თუ შეიცვალა ფერი ან მიიღო უჩვეულო ფორმა, მდგომარეობა უკვე საყურადღებოა! გარკვეული ცვლილებები შესაძლოა მელანომაზე მიგვანიშნებდეს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:
- ლაქა არის შავი;
- ზომაში გაიზარდა;
- ლაქებს აქვს უსწორმასწორო საზღვრები;
- შეამჩნიეთ ფერთა უჩვეულო კომბინაცია;
- სისხლდენა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/age-spots/symptoms-causes/syc-20355859