რატომ არის A ვიტამინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?
A ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია.
იგი სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობისთვის, ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტით.
A ვიტამინი აუცილებელია თმის, კბილებისა და ღრძილებისთვის.
A ვიტამინი უჯრედებს აღდგენაში ეხმარება და ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, A ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის მეშვეობით, მნიშვნელოვნად მცირდება კიბოს განვითარების რისკი.
A ვიტამინით მდიდარია:
- სტაფილო;
- თევზი (თინუსი, ქაშაყი);
- ტკბილი კარტოფილი;
- ისპანახი;
- ნესვი;
- სალათა;
- წითელი ბულგარული წიწაკა;
- ვარდისფერი გრეიფრუტი;
- ბროკოლი;
- საქონლის ღვიძლი;
- ბარდა;
- მანგო;
- გამომშრალი გარგარი;
- გოგრის ღვეზელი;
- პომიდვრის წვენი;
- თხის ყველი;
- რძე.
წყარო:
https://www.myfooddata.com/articles/food-sources-of-vitamin-A.php