იწვევს თუ არა პეპტიკურ წყლულს სტრესი და ცხარე საკვები?

იწვევს თუ არა პეპტიკურ წყლულს სტრესი და ცხარე საკვები?

რა არის პეპტიკური წყლული?

პეპტიკური წყლული არის ღია წყლული, რომელიც ვითარდება კუჭის შიდა ამომფენსა და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილზე. პეპტიკური წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კუჭის ტკივილია.

პეპტიკური წყლული მოიცავს:

  • კუჭის წყლულს. კუჭის წყლული, რომელიც კუჭში ვითარდება;
  • დუოდენალურ წყლულს. დუოდენალური (თორმეტგოჯა ნაწლავი) წყლული ყალიბდება წვრილი ნაწლავის ზედა სეგმენტის შიდა ზედაპირზე.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პეპტიკური წყლულის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ინფექცია და ხანგრძლივი დროით ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებაა.

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება თითქოს პათოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ზოგიერთი პროდუქტი და სტრესი, თუმცა სინამდვილეში სტრესი და ცხარე საკვები არ იწვევს პეპტიკურ წყლულს და რეალურად ეს ფაქტორები მხოლოდ სიმპტომებს ამწვავებს.

სიმპტომები

პეპტიკური წყლულის სიმპტომებია:

  • წვისა და ტკივილის შეგრძნება კუჭის არეში;
  • შებერილობა ან ბოყინი;
  • ცხიმიანი კერძების აუტანლობა;
  • გულძმარვა;
  • გულისრევა.

იშვიათად, მაგრამ წყლულის სიმპტომატიკა შეიძლება იყოს შემდეგი:

  • ღებინება ან ღებინებისას სისხლიანი მასის ამოღება;
  • განავალში მუქი ფერის სისხლი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • გულის წასვლის შეგრძნება;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • უმიზეზო წონის კლება;
  • მადის ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ ბევრ კლინიკურ შემთხვევაში პეპტიკური წყლული სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

გამომწვევი მიზეზები

როგორც წესი, პეპტიკურ წყლულს იწვევს:

  • ბაქტერია;
  • ხანგრძლივი დროით ტკივილგამაყუჩებლის მიღება;
  • სხვა ტიპის მედიკამენტები.

რისკ-ფაქტორები

რიგი რისკ-ფაქტორების გამო პეპტიკური წყლულის სიმპტომები მწვავდება, მაგალითად, თუ პაციენტი ინფიცირებულია ჰელიკობაქტერ პილორით და ამავდროულად თამბაქოს მომხმარებელია, პეპტიკური წყლულის განვითარების რისკის წინაშეა.

ალკოჰოლი, სტრესი და ცხარე საკვები ამწვავებს სიმპტომებს და შესაბამისად, დროში იწელება გამოჯანმრთელების პროცესიც.

ცალკე აღებული ეს რისკ-ფაქტორები არ იწვევს წყლულს, არამედ ამწვავებს უკვე ჩამოყალიბებული პეპტიკური წყლულის მდგომარეობას.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/peptic-ulcer/symptoms-causes/syc-20354223