იზრუნეთ ძვლის ჯანმრთელობაზე - რამდენიმე სასარგებლო რჩევა

იზრუნეთ ძვლის ჯანმრთელობაზე - რამდენიმე სასარგებლო რჩევა

რატომ არის აუცილებელი ძვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

ძვალს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, კერძოდ, იცავს ორგანოებს, ამაგრებს კუნთებს, იმარაგებს კალციუმს და სხვა.

ძვლის მოცულობა მუდმივად იცვლება. ახალგაზრდა ორგანიზმს აქვს უნარი ძვლის მასა გაზარდოს. როგორც წესი, 30 წლის შემდეგ ძვლის მასა მცირდება.

მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი - ეს არის დაავადება, რომლის გამოც ძვალი ხდება სუსტი და მტვრევადი. შუახნის ასაკს გადაცილებულ პირებში საყურადღებოა ძვლის მასის განლევის რისკი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ძვლის სიმკვრივე აუცილებელია სხეულის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად, ექიმების რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ძვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. დიახ, ძვალზე ზრუნვა იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ.

რეკომენდებულია:

  • კვების რაციონი შედგებოდეს კალციუმით მდიდარი პროდუქტებისგან. კალციუმით მდიდარია: რძის პროდუქტები, თევზი, ტოფუ (სოიოს ხაჭო), მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, გამდიდრებული მარცვლეული, პარკოსნები და სხვა;
  • მიიღეთ D ვიტამინი - ამისთვის საჭიროა ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, დატკბეთ მზის სხივებით. D ვიტამინს შეიცავს ზოგიერთი პროდუქტიც, მაგალითად, ცხიმიანი თევზი, სოკო, კვერცხი, რძე;
  • გახსოვდეთ D ვიტამინისა და კალციუმის დანამატის სახით (მედიკამენტი) მიღება თვითნებურად დაუშვებელია - სიმპტომებიდან გამომდინარე, შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შესაბამისად, ექიმი დაგინიშნავთ ადეკვატურ დოზას;
  • ძვლისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და კერძოდ, სეირნობა, ძუნძული, კიბეზე ფეხით სიარული აძლიერებს ძვალს, ანელებს ძვლის მასის განლევის პროცესს;
  • უარი თქვით თამბაქოზე, აკონტროლეთ ალკოჰოლის დოზა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/adult-health/in-depth/bone-health/art-20045060