ექნება თუ არა ბავშვს ლურჯი ფერის თვალი?

ექნება თუ არა ბავშვს ლურჯი ფერის თვალი?

რა ფერის თვალები ექნება თქვენს შვილს?

ეს თემა თითქმის ყველა მშობელს აინტერესებს.

მოგეხსენებათ, გენი აკონტროლებს ორგანიზმის თითოეული უჯრედის ზრდისა და განვითარების პროცესს. გენეტიკა განსაზღვრავს ისეთ მახასიათებლებს როგორიცაა სისხლის ჯგუფი, თმისა და თვალების ფერი, სიმაღლე და სხვა. გენეტიკური შეიძლება იყოს როგორც ვიზუალური მახასიათებლები, ისე სხვადასხვა პათოლოგია თუ დაავადება. გახსოვდეთ, ბევრი მახასიათებელი მხოლოდ გენეტიკური თვისების როდია და მასზე დიდ გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც.

სტატიაში უშუალოდ თვალის ფერზე მოგითხრობთ, თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და წინასწარ 100%-ით განსაზღვრა შეუძლებელია.

ლურჯი ფერი

მსოფლიოში ყველაზე იშვიათი თვალის ფერი ლურჯია - სწორედ ამიტომ არ გაგვიკვირდება თუ რეალურ ცხოვრებაში არასდროს შეხვედრილხართ ამ თვალის ფერის მქონე პიროვნებას ან დიდი სანაცნობო წრიდან მხოლოდ რამდენიმეს იცნობთ, ვისაც ლურჯი თვალები აქვს.

ჩვილის თვალის ფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა რაოდენობის მელანინს გამოიმუშავებს პატარა.

მელანინი პიგმენტია, რომელიც შეფერილობაზე ახდენს გავლენას. თვალის ფერი დამოკიდებულია მთავარ ფაქტორზე, კერძოდ, თუ რა მოცულობის მელანინია დაგროვებული ფერად გარსზე.

ყავისფერი

მსოფლიოში ყველაზე ხშირი თვალის ფერი ყავისფერია.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ლურჯი თვალი ყველაზე ნაკლები დოზის მელანინს გამოიმუშავებს. მეტს წარმოქმნის მწვანე და უფრო მეტ მოცულობას გამოიმუშავებს ყავისფერი თვალები.

ჩემს შვილს ექნება ლურჯი ფერის თვალები?

ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია - თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს, ან პირველი თუ მეორე ხაზით ნათესავს (მშობელი, ბებია და ბაბუა, და და ძმა, დეიდა, მამიდა, ბიძია) გაქვთ ლურჯი თვალები, შანსია პატარაც ლურჯთვალება დაიბადოს.

თუ თქვენც და თქვენს პარტნიორსაც ყავისფერი თვალები გაქვთ

გაითვალისწინეთ, რომ ძირითადად, მუქი შეფერილობის თვალი მეტად დომინანტია, ანუ თუ პირს ერთი გენი ყავისფერი თვალის აქვს და ერთი გენი ლურჯის, ყავისფერი თვალები ექნება.

ლურჯი თვალებისთვის სასურველია ჩვილმა მემკვიდრეობით მიიღოს ლურჯი თვალის გენის ორივე ასლი.

რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია მშობლებმა, რომელთაც ყავისფერი თვალები აქვთ, მიიღონ რეცესიული ლურჯთვალება გენი. რეცესიული გენის მეშვეობით, ყავისფერი თვალების მქონე მშობლებს ლურჯთვალება პატარა უჩნდებათ.

შეადარეთ თვალის ფერი

ეს ცხრილი შვილის შესაძლო თვალის ფერზე გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით.

თუ მშობლების თვალის ფერს შევადარებთ, მივიღებთ შემდეგს:

  • ლურჯი ფერის თვალი და ლურჯი ფერის თვალი (შვილს ექნება ლურჯი თვალი 100%-ით);
  • ყავისფერი თვალი და ლურჯი თვალი (შვილს რომ ლურჯი თვალი ჰქონდეს ამის შანსი 50%-ია და ისიც იმ შემთხვევაში თუ ყავისფერი თვალების მქონე პარტნიორის ორგანიზმი ლურჯი თვალის გენის მატარებელია. თუ ყავისფერთვალება პარტნიორი ამ გენს არ ატარებს, ჩვილი რომ ლურჯი ფერის თვალით დაიბადოს, შანსი 0%-ია);
  • თუ ორივე მშობელს ყავისფერი თვალები აქვს (იმის შანსი, რომ ჩვილს ლურჯი ფერის თვალები ჰქონდეს მხოლოდ 25%-ია და ისიც იმ შემთხვევაში თუ ორივე პარტნიორი იქნება ლურჯი ფერის გენის მატარებელი - სხვა შემთხვევაში პატარა ლურჯთვალება ვერ იქნება).

პიროვნების თვალის ფერის ჩამოყალიბება ერთგვარი კომპლექსური გენეტიკური პროცესია. სტატიაში მხოლოდ რამდენიმე მაგალითის შედარებაა წარმოდგენილი და რასაკვირველია, სხვადასხვა ფერის თვალი არსებობს, თაფლისფერი, ცისფერი, მწვანე, შავი.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ახალშობილი შესაძლოა დაიბადოს ლურჯთვალება, მაგრამ დაბადებიდან 1 ან 2 წლის განმავლობაში ჩვილის თვალის ფერი გამუქდეს.

 

წყარო:  

https://www.familyeducation.com/what-are-the-chances-my-baby-will-have-blue-eyes-a-genetic-explanation