ცხვირის მოტეხილობა - არის თუ არა საჭირო ყოველთვის ქირურგიული ჩარევა?

ცხვირის მოტეხილობა - არის თუ არა საჭირო ყოველთვის ქირურგიული ჩარევა?

ცხვირის მოტეხილობა ცხვირის ძვლის მოტეხილობა ან გაბზარვაა (ძირითადად, ცხვირის ხიდის ზემოთ).

ძირითადი გამომწვევი მიზეზია კონტაქტური სპორტი, ფიზიკური ჩხუბი, დაცემა, ავტოავარია.

ცხვირის მოტეხილობის გამო სავსებით შესაძლებელია პაციენტმა იგრძნოს ტკივილი, გამოვლინდეს შეშუპება და ჩალურჯება ცხვირის გარშემო და თვალების ქვეშ. ტრავმის გამო, როგორც წესი, ცხვირს აქვს გამრუდებული ფორმა და ადამიანს უჭირს სუნთქვა.

მოტეხილობის მკურნალობა მიზნად ისახავს ცხვირის ფორმისა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას.

ცხვირის მოტეხილობისას ქირურგიული ოპერაციის საჭიროება ყოველთვის არ დგება.

სიმპტომები

ცხვირის მოტეხილობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცხვირზე შეხებისას ტკივილი;
  • ცხვირისა და გარშემო არეს შეშუპება/შესიება;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • ცხვირისა და თვალების გარშემო ჩალურჯება;
  • გამრუდებული ან დეფორმირებული ცხვირი;
  • პაციენტს უჭირს ცხვირით სუნთქვა;
  • ცხვირიდან ლორწოს გამოყოფა (ლორწოვანი გამონადენი);
  • შეგრძნება თითქოს ცხვირის ღრუ დახშულია.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, თუ ცხვირის ტრავმას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  • თავის ან კისრის ტრავმა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • სისხლდენა, რომელსაც ვერ აჩერებთ;
  • შესამჩნევია ცხვირის ფორმის ცვლილება (ცხვირი დეფორმირებულია);
  • ცხვირიდან გდით სუფთა, გამჭირვალე, წყლიანი სითხე.

მკურნალობა

თუ პაციენტს აქვს მსუბუქი მოტეხილობა (ანუ ფორმა არ არის დეფორმირებული), ექიმმა შესაძლოა დანიშნოს თვითმკურნალობის კურსი, რომელიც მოიცავს ტრავმირებულ არეზე ყინულის დადებას და ტკივილგამაყუჩებლის მიღებას.

ექიმმა შესაძლოა შეძლოს დეფორმირებული ცხვირის ხელით ჩასწორება.

ქირურგიული ჩარევა საჭიროა მწვავე მოტეხილობის ან მრავლობითი მოტეხილობის დროს და იმ კლინიკურ შემთხვევებში, როცა პაციენტის მდგომარეობა 2 კვირის განმავლობაში არ უმჯობესდება. მსგავს შემთხვევებში ძვლების აღდგენისა და ტრავმამდე არსებული ფორმის დაბრუნების ერთადერთი გზა ოპერაციაა.

რეკონსტრუქციული ქირურგია რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ მოტეხილობის გამო დაზიანდა ცხვირის ძგიდე და პაციენტს უჭირს სუნთქვა. როგორც წესი, ქირურგიული მანიპულაცია ხორციელდება ამბულატორიულ რეჟიმში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/broken-nose/symptoms-causes/syc-20370439