რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა გოგრა?

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა გოგრა?

რატომ უნდა მიირთვათ გოგრა?

ეს გემრიელი პროდუქტი ერთდროულად დაბალკალორიულიცაა და ამასთან, ყველა საჭირო ვიტამინისგან თუ მინერალისგან შედგება.

გოგრა მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი A ვიტამინით. ეს ვიტამინი დადებითად აისახება ბავშვების ზრდა-განვითარებაზე, მხედველობასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე.

გოგრის შემადგენლობაშია C ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის სინთეზის პროცესში - კოლაგენს შეიცავს ბევრი ორგანო და სისტემა.

აღსანიშნავია B ჯგუფის ვიტამინებიც, რომელიც თითქმის ყველა ქსოვილის ფუნქციონირებაშია ჩართული.

სასარგებლოა გოგრის თესლიც, რომლის უჯერი ცხიმიც ებრძვის ცუდ ქოლესტერინს და დადებითი ეფექტი აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გოგრის თესლი ძალიან კალორიულია!

გოგრა განსაკუთრებით სასარგებლოა გულისთვის. გოგრაში არსებული ბოჭკო, კალიუმი და C ვიტამინი აუცილებელია გულის ჯანმრთელობისთვის.

გოგრა მდიდარია ბეტა-კაროტინით - ბეტა-კაროტინი ძლიერი ანტიოქსიდანტია.

ვიტამინების მეშვეობით, გოგრა შედის იმ პროდუქტთა სიაში, რომელიც ოფთალმოლოგთა აზრით, თვალის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გოგრა მდიდარია საკვები ბოჭკოთი; საკვები ბოჭკო (უჯრედისი) ორგანიზმის ერთგვარი გამწმენდია. ბოჭკო ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესს, გიცავთ ყაბზობისგან, ბუასილისგან და აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას. ბოჭკოთი მდიდარი საკვები აუცილებლად უნდა შედიოდეს იმ ადამიანის კვების რაციონში, რომელიც დიეტას იცავს.

გახსოვდეთ, ბოჭკო ნახშირწყლების იმ ტიპს განეკუთვნება, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

ზოგიერთი მედიკოსის აზრით, გოგრა ასევე სასარგებლოა არტერიული წნევისთვის, გუნება-განწყობილებისა და მშვიდი ძილისთვის.

 

წყარო:            

https://www.medicalnewstoday.com/articles/279610