დეჟა ვუ - უცნაური შეგრძნება თითქოს კონკრეტულ სიტუაციაში უკვე იმყოფებოდით

დეჟა ვუ - უცნაური შეგრძნება თითქოს კონკრეტულ სიტუაციაში უკვე იმყოფებოდით

რა არის დეჟა ვუ?

გქონიათ შეგრძნება, რომ აწმყოში არსებული სიტუაცია წარსულში უკვე გინახავთ? შეგრძნება, რომელზეც ვსაუბრობთ, ცნობილია დეჟა ვუს სახელწოდებით.

რასაკვირველია, უცნობია თუ რამდენად ხშირად ეუფლება ადამიანს დეჟა ვუ, თუმცა მსოფლიოში, მოსახლეობის 60-80%-ს ეს ფენომენი ერთხელ მაინც განუცდია.

და მაინც რა არის დეჟა ვუ? სამწუხაროდ, ამ შეკითხვაზე ერთი და კონკრეტული, ზუსტი პასუხი დღემდე უცნობია, თუმცა მეცნიერები რამდენიმე თეორიაზე ამახვილებენ ყურადღებას.

აღსანიშნავია, რომ დეჟა ვუ შესაძლოა თან ახლდეს საფეთქლის წილის ეპილეფსიის შეტევას, თუმცა შეგრძნება ასევე ხშირია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებშიც.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, დეჟა ვუ ვლინდება მაშინ, როცა პირი ერთსა და იმავე საგანს ორ სხვადასხვა დროს უყურებს, მაგალითად, კუთხეში მდგარ სკამს შეხედეთ, მაგრამ იმ წუთში დიდი ყურადღება არც მიგიქცევიათ. ამის მიუხედავად ტვინი ამ საგანს მეხსიერებაში ინახავს. გარკვეული დროის შემდეგ თუ ამავე ოთახში აღმოჩნდებით, რასაკვირველია, ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ რომ ეს უკვე ნახეთ.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დეჟა ვუ იმ მოვლენაზე რეაქციაა, რომელიც ძალიან ჰგავს რაღაცას, რომელიც ადამიანმა უკვე გამოსცადა, მაგრამ არ ახსოვს. მაგალითად, შეიძლება იმყოფებოდეთ ისეთ ინტერიერში ან ხედავდეთ ხედს, რომელიც რეალურად თქვენთვის გარკვეული მოვლენის მსგავსია, მაგრამ არ გახსოვთ.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დეჟა ვუს მიზეზი შესაძლოა იყოს ისეთი სიტუაციაც, როდესაც ადამიანი ცხოვრებაში გადატანილ რომელიმე ფაქტს იხსენებს ან სიზმარში ნანახი კადრი აგონდება.

ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ფენომენის გამომწვევი მიზეზი სტრესი ან დაღლილობა იყოს.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/mental-health/what-causes-deja-vu