გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი - რა იწვევს არტერიის ამომფენი გარსის ანთებას?

გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი - რა იწვევს არტერიის ამომფენი გარსის ანთებას?

რა არის გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი?

გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი წარმოადგენს არტერიის ამომფენი გარსის ანთებას.

გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი ხშირად იწვევს თავის ტკივილს, სკალპის სისუსტეს, ყბის ტკივილსა და მხედველობის პრობლემას. თუ პათოლოგიას არ უმკურნალებთ, მხედველობას დაკარგავთ.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მედიკამენტური თერაპია, ჩვეულებრივ, ამსუბუქებს სიმპტომებს და პაციენტს თავიდან არიდებს მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემას. პაციენტი მკურნალობის კურსის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გრძნობს შვებას.

თუმცა მკურნალობის მიუხედავად რეციდივი ხშირია!

რეკომენდებულია რეგულარულად მიმართოთ ექიმს, ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ აცნობოთ და პროფილაქტიკისთვის ხშირად ჩაიტაროთ კვლევა.

სიმპტომები

გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია თავის ტკივილი და სისუსტე საფეთქლის არეში.

დაავადების დროს, ძირითადად, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • მუდმივი და მწვავე თავის ტკივილი (როგორც წესი, საფეთქლის არეში);
  • სკალპის სირბილე;
  • პირის ფართოდ გაღების დროს ან ღეჭვისას ყბის ტკივილი;
  • ტემპერატურა;
  • დაღლილობა;
  • უმიზეზოდ წონის კლება;
  • მხედველობის დაკარგვა ან გაორებული მხედველობა;
  • ერთ თვალში მხედველობის უეცარი და სამუდამო დაკარგვა.

აღსანიშნავია, რომ კისრის გაშეშება ან ტკივილი კისრის, მხრისა თუ თეძოს არეში ისეთი მონათესავე დარღვევის სიმპტომებია როგორიცაა რევმატოიდული პოლიმიალგია. ცნობისათვის, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტით დაავადებული პაციენტების 50%-ს რევმატოიდული პოლიმიალგია აქვს.

გამომწვევი მიზეზი

გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის დროს არტერიის ამომფენი გარსი ანთებითი ხდება და სივდება.

შესიების, შეშუპების გამო წვრილდება სისხლძარღვი, მცირდება სისხლის რაოდენობა.

უმეტესად ზიანდება საფეთქლის არტერიები.

მედიკოსებისთვის უცნობია თუ რა იწვევს არტერიის ანთებას, თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამის მიზეზი იმუნური სისტემის მიერ არტერიის კედელზე პათოლოგიური თავდასხმაა.

რასაკვირველია, გარკვეულ როლს თამაშობს ზოგიერთი გენი და გარემო ფაქტორები.

გართულება

გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი საყურადღებო პათოლოგიაა და იწვევს ისეთ საშიშ გართულებებს როგორიცაა:

  • უსინათლობა;
  • აორტის ანევრიზმა;
  • ინსულტი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/giant-cell-arteritis/symptoms-causes/syc-20372758