წვნიანი კერძი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის შეუცვლელი საკვებია

წვნიანი კერძი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის შეუცვლელი საკვებია

რა ფუნქცია აკისრია საჭმლის მომნელებელ სისტემას?

საჭმლის მომნელებელი სისტემა მიღებულ პროდუქტს ორგანიზმისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებად და ენერგიად შლის, შესაბამისად, ამ სისტემის სათანადო ფუნქციონირება მთლიანი სხეულის კეთილდღეობისთვის აუცილებელია.

კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა უფრო მეტია ვიდრე დისკომფორტი და სწორედ ამიტომ სასურველია იზრუნოთ კვების რაციონზე.

საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის აუცილებელია ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, უჯერი ცხიმი, ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული. შეგიძლიათ ხშირად მიირთვათ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის სალათა და იოგურტი. ნაწლავისთვის სასარგებლოა კეფირიც.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე დადებითად აისახება წვნიანი კერძი. წვნიანი ერთდროულად ნოყიერიც არის და მსუბუქიც - ორგანიზმი ამ ტიპის კერძს ადვილად ითვისებს.

წვნიანი კერძის მეშვეობით, მარტივდება კუჭის მოქმედების პროცესი, მნიშვნელოვნად მცირდება ყაბზობის, ანუ შეკრულობის რისკი.

ძალიან სასარგებლოა ბოსტნეულზე დამზადებული წვნიანი კერძი, რადგან ამ ტიპის წვნიანი ნაკლებკალორიულიცაა და ამასთან, ორგანიზმი ყველა საჭირო ვიტამინსა თუ მინერალს ითვისებს.

ბოსტნეულის წვნიანი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონის დაკლება სურთ - ცნობილია, რომ წვნიანის გამო სიმაძღრის შეგრძნება უფრო მალე იჩენს თავს, შესაბამისად, ადამიანი გაცილებით მცირე ულუფას სჯერდება და არც შიმშილის შეგრძნება აწუხებს. ერთ-ერთ სამეცნიერო ექსპერიმენტზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წვნიანის მიღების შემდეგ ადამიანი შემდეგ კვებაზე 20%-ით ნაკლებ კალორიას იღებს.

წვნიანი კერძი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, ხელს უწყობს კუჭის ფერმენტულ აქტიურობას.

 

წყარო:

https://www.taste.com.au/healthy/articles/the-benefits-of-healthy-soup/d0mqkui6