კლიმაქსი - რამდენიმე რჩევა, რომელიც მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

კლიმაქსი - რამდენიმე რჩევა, რომელიც მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

სიმპტომების მართვა (მკურნალობა) სახლის პირობებში.

რა არის მენოპაუზა?

მენოპაუზა (კლიმაქსი) ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია და ეს პერიოდი ყველა ქალბატონისთვის ინდივიდუალურად მიმდინარეობს, მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში მენოპაუზის ლამის ერთადერთი ნიშანი მენსტრუალური ციკლის შეწყვეტაა, სხვა ქალის ყოველდღიური ცხოვრების ტემპს კლიმაქსისთვის დამახასიათებელი გარკვეული დისკომფორტი აფერხებს.

რასაკვირველია, ამ ფიზიოლოგიური ეტაპის დროს გინეკოლოგთან მიმართვა რეკომენდებულია, თუმცა ასევე წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შესაძლოა სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმაროთ.

სასურველია:

  • ხშირად მიირთვათ ხილი და ბოსტნეული. თქვენი კვების რაციონი უნდა შედგებოდეს კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებისგან. ასევე ძალიან სასარგებლოა ცილა;
  • მოერიდეთ ან მაქსიმალურად შეზღუდეთ კოფეინი, ალკოჰოლი, შაქრის შემცველი და ცხარე საკვები, რადგან ამ ტიპის სასმელი და საჭმელი მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ისეთი სიმპტომების აღმოცენებას უწყობს ხელს როგორიცაა ღამის ოფლიანობა, ხასიათის ცვლილება და ალები;
  • შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა (გახსოვდეთ, მენოპაუზის დროს მნიშვნელოვნად იზრდება სიმსუქნის რისკი);
  • რეგულარულად ივარჯიშეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დატკბით მზის სხივებით;
  • მშვიდი ძილისთვის და ღამით ალების პრევენციის მიზნით, საძინებელი ძილის წინ გაანიავეთ, არ ჩაიცვათ ტანზე მჭიდროდ მოტკეცილი პერანგი;
  • მოერიდეთ სტრესულ გარემოს;
  • დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი;
  • არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით რაფინირებული ნახშირწყლები და შაქარი. მსგავსი რაციონი უარყოფითად აისახება სისხლში შაქრის დონეზე, ზრდის გაღიზიანებისა და დაღლილობის რისკს.

 

წყარო:

https://www.healthline.com/nutrition/11-natural-menopause-tips