რა იწვევს ბრადიკარდიას?

რა იწვევს ბრადიკარდიას?

ბრადიკარდია შენელებული გულისცემაა, რომელიც გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს.

როცა მოსვენებულ მდგომარეობაში ზრდასრული ადამიანის გულისცემის ნორმალური სიხშირე წუთში 60-100 შეკუმშვით განისაზღვრება, ბრადიკარდიის დროს გულისცემის სიხშირე წუთში 60-ზე ნაკლებია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წუთში 60-ზე ნაკლები გულისცემა შესაძლოა ნორმად ჩაითვალოს პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალგაზრდებსა და სპორტსმენებში, ანუ მედიკოსთა შეფასებით, ამ კატეგორიაში მსუბუქი ბრადიკარდია ჯანმრთელობის პრობლემად არ მიიჩნევა.

ბრადიკარდიის გამო გული ვეღარ უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდებას, რაც თავისთავად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იმპლანტირებული პეისმეიკერის მეშვეობით, გულისცემის ნორმალური სიხშირის აღდგენა შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ბრადიკარდია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არც რაიმე სახის გართულებას იწვევს, მაგრამ ზოგჯერ პაციენტს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და ფიქსირდება ისეთი ნიშნები როგორიცაა: თავბრუსხვევა, დაღლილობა, გულის წასვლისა თუ გონების კარგვის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

ნებისმიერი მდგომარეობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ბრადიკარდიის ნიშნები და სიმპტომები; სწორედ ამიტომ ზუსტი დიაგნოსტირებისა და შესაბამისი მკურნალობისთვის აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს. აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ გეცნოთ ბრადიკარდიის სიმპტომები.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ უჩივით ტკივილს გულმკერდის არეში, გიჭირთ სუნთქვა ან გაქვთ გულის წასვლის შეგრძნება.

გამომწვევი მიზეზი

ბრადიკარდიას შესაძლოა იწვევდეს:

  • ასაკთან დაკავშირებული გულის ქსოვილის დაზიანება;
  • გულის დაავადებით ან გულის შეტევით გამოწვეული გულის ქსოვილის დაზიანება;
  • გულის თანდაყოლილი დეფექტი;
  • მიოკარდიტი;
  • გულზე ჩატარებული ოპერაციის გართულება;
  • ჰიპოთირეოზი;
  • სისხლში ქიმიკალების დისბალანსი;
  • ობსტრუქციული ძილის აპნოე;
  • რევმატიული ცხელება;
  • ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი.

როგორც წესი, ბრადიკარდია ხშირია ხანდაზმულ ასაკში.

რისკ-ფაქტორებს ასევე განეკუთვნება: მაღალი არტერიული წნევა, თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღება, სტრესი, შფოთვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bradycardia/symptoms-causes/syc-20355474