თითქმის ყველა მშობელს აინტერესებს თუ რა სიმაღლის იქნება შვილი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბავშვის სიმაღლეზე 20%-ით გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები, ხოლო 80% გენეტიკაზეა დამოკიდებული.
როცა გარემო ფაქტორებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში საკვები გვახსენდება და დიახ, ზრდის პროცესში აუცილებელია პატარას რაციონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვებისგან შედგებოდეს; სასურველია, თქვენი შვილის კვების რაციონი გაამდიდროთ ცილით, ჯანსაღი ცხიმით, კალციუმით, მაგნიუმით და A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით.
რეკომენდებულია ბავშვს ღამით მშვიდად ეძინოს და ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა დროულად მოგვარდეს - როცა ირღვევა ძილის რეჟიმი, ქვეითდება რიგ ჰორმონთა გამომუშავების პროცესი, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება სიმაღლეში ზრდის ტემპზეც.
ცნობილია, რომ ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა როგორც ჯანსაღი რაციონი, ისე ფიზიკური აქტივობაც.
აღსანიშნავია, რომ სიმაღლეში ზრდას აფერხებს ზოგიერთი მდგომარეობა, მაგალითად, სიმაღლეში ზრდის შეფერხება, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, თირკმლის დაავადება, ზრდის ჰორმონის დეფიციტი, დიაბეტი და სხვა; ყველა ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია.
გასათვალისწინებელია ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც. პედიატრები თანხმდებიან, რომ ძლიერი და ხშირი სტრესი ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია, რომლის გამოც სიმაღლეში ზრდის პროცესი ფერხდება.
წყარო:
https://www.healthy-height.com/blogs/growth-nutrition-guide/how-to-make-your-child-grow-taller