ბევრი ადამიანი ოცნებობს ძლიერ, ჯანსაღ და ლამაზ თმაზე.
რამდენად სწრაფად იზრდება თმა? ეს დამოკიდებულია ასაკზე, ადამიანის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, გენეტიკასა და კვების რაციონზე.
მართალია ისეთ ფაქტორებს როგორიცაა ასაკი და გენეტიკა ვერ შეცვლით, მაგრამ კვების რაციონის კონტროლი ნამდვილად თქვენს ხელშია!
მეცნიერები თანხმდებიან, რომ თმის ცვენას ხელს უწყობს ისეთი რაციონი, რომელიც არ შედგება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებებისგან.
ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, ბალანსირებული საკვები დადებით გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე და ეფექტი შესამჩნევია თმის ხარისხზეც.
წარმოგიდგენთ 14 პროდუქტს, რომელიც თმის ზრდას უწყობს ხელს:
- კვერცხი;
- კენკრა;
- ისპანახი;
- თევზი;
- ტკბილი კარტოფილი;
- ავოკადო;
- თხილეული;
- თესლი;
- ტკბილი წიწაკა;
- ხამანწკები;
- კრევეტები;
- ლობიო;
- სოიო;
- ხორცი.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/foods-for-hair-growth#TOC_TITLE_HDR_1