უძილობა ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა.
ამჯერად მოგითხრობთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევაზე, რომელსაც გვიანი ძილის ფაზა ეწოდება.
რა არის გვიანი ძილის ფაზა?
ეს არის ორგანიზმის შიდა ძილის საათის (დღიური ციკლი) მოშლა, რომლის გამოც ჩვეულთან შედარებით ძილის ფაზა 2 ან მეტი საათის დაგვიანებით იწყება, შესაბამისად, ადამიანი გვიან იძინებს და გვიანაც იღვიძებს.
დიაგნოსტირება
გახსოვდეთ, უძილობა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დარღვევა საყურადღებოა.
გვიანი ძილის ფაზის დიაგნოსტირებისთვის ექიმი შეისწავლის თქვენს სამედიცინო ისტორიას და აუცილებლად გაეცნობა ოჯახურ ანამნეზს.
დიაგნოზისთვის სავსებით შესაძლებელია დაინიშნოს რამდენიმე კვლევა.
დიაგნოსტირების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია აქტიგრაფია. სახლში უნდა მოირგოთ პაწაწინა სამაჯური, რომელიც ძილში თქვენს ქცევასა თუ მოძრაობებს ჩაიწერს.
ექიმმა შესაძლოა ერთგვარი ძილის დღიურის წარმოების რეკომენდაცია მოგცეთ, მაგალითად, ყოველდღიურად ჩაინიშნოთ თუ რომელ საათზე გაიღვიძეთ.
დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა დაინიშნოს კომპლექსური კვლევის მეთოდი სახელწოდებით პოლისომნოგრაფია. პოლისომნოგრაფია აკონტროლებს ტვინის აქტივობას, გულის შეკუმშვის სიხშირეს, ჟანგბადის დონეს, თვალის მოძრაობისა და სუნთქვის ფუნქციებს.
წყარო :
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/delayed-sleep-phase/symptoms-causes/syc-20353340