მუცლის ტკივილი - რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

მუცლის ტკივილი - რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

ტკივილი მუცლის არეში გავრცელებული ჩივილია.

თითქმის ყველა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს მუცლის ტკივილი და ნებისმიერ ასაკში.

ტკივილი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე - განსხვავდება მისი ხანგრძლივობაც, ზოგჯერ სწრაფად ლაგდება და ზოგჯერ მისგან გამოწვეული დისკომფორტი ხანგრძლივი დროით გრძელდება.

ხშირია ქრონიკული ხასიათის მუცლის ტკივილიც (რამდენიმე კვირით, თვითა თუ წლით მიმდინარე).

ექიმს უნდა მიმართოთ თუ მუცლის ტკივილი იმდენად ძლიერია მოძრაობა გიჭირთ ან ტკივილის შემსუბუქებაში ვერ დაგეხმარათ ვერც კომფორტულ პოზაში ყოფნა.

გამომწვევი მიზეზები

მუცლის არეში ტკივილს ბევრი შესაძლო გამომწვევი მიზეზი აქვს.

ყველაზე ხშირი მიზეზი აირების დაგროვება, საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა ან კუნთის დაჭიმულობაა. აღნიშნული გამომწვევი მიზეზები საშიში არ არის, მაგრამ მუცლის ტკივილს შესაძლოა იწვევდეს ისეთი დაავადებები, რომელიც სასწრაფოდ ექიმის დახმარებას საჭიროებს.

მწვავე

მუცლის მწვავე ტკივილის გამომწვევი მდგომარეობების დროს პაციენტი უჩივის სხვა სიმპტომებსაც. მუცლის მწვავე ტკივილთან თანდართული სიმპტომები რამდენიმე საათიდან დღის განმავლობაში უარესდება.

ეს დაავადებები თუ მდგომარეობებია:

  • მუცლის აორტის ანევრიზმა;
  • აპენდიციტი;
  • ქოლეცისტიტი;
  • ცისტიტი;
  • დივერტიკულიტი;
  • გულის შეტევა;
  • ტრავმა;
  • კუჭ-ნაწლავის ობსტრუქცია;
  • თირკმლის ინფექცია;
  • თირკმლის კენჭები;
  • ღვიძლის აბსცესი;
  • მეზენტერიული იშემია;
  • მეზენტერიული თრომბოზი;
  • პანკრეატიტი;
  • პერიკარდიტი;
  • პერიტონიტი;
  • პნევმონია;
  • ელენთას ინფექცია;
  • საშარდე გზების ინფექცია;
  • ვირუსული გასტროენტერიტი და სხვა.

ქრონიკული

ხშირად ქრონიკული მუცლის ტკივილის სპეციფიკური გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება რთულია. სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე.

სავსებით შესაძლებელია ქრონიკულ მუცლის ტკივილს იწვევდეს:

  • ანგინა;
  • ცელიაკიის დაავადება;
  • ენდომეტრიოზი;
  • ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • გასტრიტი;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ფუნქციური დისპეფსია;
  • საკვერცხის კისტა;
  • მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება;
  • ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია;
  • მუცლის კუნთის დაჭიმულობა;
  • წყლულოვანი კოლიტი და სხვა.

პროგრესირებადი

მუცლის ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში მუდმივად უარესდება, ხშირად მიმდინარეობს სხვა სიმპტომებთან ერთად.

პროგრესირებადი მუცლის ტკივილის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • კიბო;
  • კრონის დაავადება;
  • სპლენომეგალია;
  • ჰეპატიტი;
  • თირკმლის კიბო;
  • ღვიძლის კიბო;
  • კუჭის კიბო;
  • პანკრეასის კიბო;
  • ურემია და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ მუცლის ტკივილი მწვავეა და გამოწვეულია შემდეგი მიზეზით:

  • ტრავმა;
  • წნევის ან ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში.

პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში თუ ვლინდება შემდეგი:

  • მწვავე ტკივილი;
  • სიცხე;
  • სისხლიანი განავალი;
  • მუდმივი გულისრევა და ღებინება;
  • უმიზეზოდ წონის კლება;
  • კანის სიყვითლე;
  • მუცლის შესიება.

ექიმთან ვიზიტს გირჩევთ თუ მუცლის ტკივილი გაწუხებთ რამდენიმე დღეა ან ტკივილის ხარისხი გამწვავდა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/abdominal-pain/basics/definition/sym-20050728