რატომ ვითარდება პერიტონიტი?

რატომ ვითარდება პერიტონიტი?

რა არის პერიტონიტი?

პერიტონიტი პერიტონეუმის ანთებაა. პერიტონეუმი წარმოადგენს ქსოვილისებრ მემბრანას, გარსს, რომელიც გარს აკრავს/ამოფენს მუცლის შიდა კედელს და ფარავს მუცლის ღრუში მდებარე ორგანოებს.

პერიტონიტი, ჩვეულებრივ, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციაა. ერთმანეთისგან განასხვავებენ სპონტანურ ბაქტერიულ პერიტონიტსა და მეორეულ პერიტონიტს.

პერიტონიტი მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას როგორც ინფექციის სამკურნალოდ, ისე სხვა გამომწვევი მიზეზების, სამედიცინო მდგომარეობების აღმოსაფხვრელად.

როგორც წესი, მკურნალობის მეთოდი ანტიბიოტიკური თერაპია ან ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა. თუ დროულად არ უმკურნალებთ, ორგანიზმში განვითარდება სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია.

პერიტონიტის ხშირი გამომწვევი მიზეზი პერიტონეალური დიალიზის თერაპიაა. შესაბამისად, ანთების პრევენციისთვის აუცილებელია დაიცვათ ჰიგიენა როგორც დიალიზამდე, ისე უშუალოდ პროცედურის დროს და შემდეგ.

სიმპტომები

პერიტონიტის სიმპტომები და ნიშნებია:

  • ტკივილი მუცლის არეში;
  • შებერილობა;
  • სიცხე;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მადის დაკარგვა;
  • დიარეა;
  • მცირე რაოდენობის შარდი;
  • წყურვილის შეგრძნება;
  • პაციენტს უჭირს აირების გამოყოფა ან კუჭში გასვლა;
  • დაღლილობა;
  • დაბნეულობა.

თუ პაციენტი იტარებს პერიტონეალურ დიალიზს და განვითარდა პერიტონიტი, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • დიალიზის სითხის ამღვრევა;
  • თეთრი ლაქები, გროვა დიალიზის სითხეში;

გამომწვევი მიზეზი

პერიტონეუმის ინფექცია შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს განვითარებული, თუმცა უმეტესად გამომწვევი მიზეზი პერფორაციაა.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • პერიტონეალური დიალიზი;
  • პერფორირებული ჭიანაწლავი, მსხვილი ნაწლავი ან კუჭის წყლული;
  • პანკრეატიტი;
  • დივერტიკულიტი;
  • ტრავმა, დაზიანება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/peritonitis/symptoms-causes/syc-20376247