არის თუ არა ენის სიყვითლე რომელიმე დაავადების სიმპტომი?
ენის ყვითელი შეფერილობა, ჩვეულებრივ, დროებითი და უვნებელია.
ყველაზე ხშირად ენის ფერის ცვლილება, სიყვითლე, ე.წ. შავი თმიანი ენის ადრეული ნიშანია. იშვიათად, მაგრამ ყვითელი ენა შესაძლოა სიყვითლეზე მიგვანიშნებდეს.
როგორც წესი, ენის სიყვითლე თვითმკურნალობას ეფექტურად ექვემდებარება.
რასაკვირველია, თუ ენის ფერის ცვლილება რომელიმე დაავადებითაა გამოწვეული, ექიმის დახმარება გახდება საჭირო!
გამომწვევი მიზეზი
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ენის სიყვითლე ენის ზედაპირზე არსებულ პაპილაზე კანის მკვდარი უჯრედების დაგროვების შედეგად ვითარდება. ენა ყვითელ შეფერილობას იღებს იმიტომ, რომ პაპილა ზომაში იზრდება და პირის ღრუში მდებარე ბაქტერია ამ შეფერილობის პიგმენტს გამოყოფს. ამასთან, ნორმაზე დიდი ზომის, გრძელ პაპილაში შესაძლებელია მარტივად აღმოჩნდეს უჯრედი, რომელიც თამბაქოთი, საკვებით ან სხვა ნივთიერებით დაისვარა/შეიღება.
პირის სიმშრალე ან პირით სუნთქვაც შესაძლოა ენის სიყვითლის ჩამოყალიბებაში იყოს კავშირში.
სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- შავი თმიანი ენა;
- გეოგრაფიული ენა;
- სიყვითლე.
როდის მივმართოთ ექიმს?
ჩვეულებრივ, ენის სიყვითლეს მკურნალობა არ სჭირდება და ცხოვრების წესის ცვლილებით ენის ფერი ბუნებრივ შეფერილობას უბრუნდება; მაგალითად, უარი თქვით თამბაქოზე, რაციონი გაამდიდრეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვებით.
რასაკვირველია, ექიმთან ვიზიტს გირჩევთ თუ დისკომფორტს გიქმნით ენის შეფერილობა ან ყვითელი შეფერილობა მიიღო კანმაც და თვალის თეთრმა ნაწილმაც - აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა სიყვითლის მანიშნებელი იყოს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/yellow-tongue/basics/definition/sym-20050595