რატომ ვითარდება თავის ტვინის ტრავმა?
როგორც წესი, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მიზეზია თავის არეში მექანიკური ზემოქმედება, მაგალითად, დარტყმა ან სხვა. ტვინის ტრავმული დაზიანება შესაძლოა განვითარდეს ტვინის გამჭოლი დაზიანების დროსაც. თავის ტვინის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს წაქცევით/დაცემით, ავარიით, სპორტული ტრავმით და სხვა.
თუ დაზიანება მსუბუქი ფორმისაა, ტრავმა ტვინის უჯრედებზე გავლენას დროებით ახდენს.
მძიმე, სერიოზული დაზიანებისას ვითარდება სისხლჩაქცევა, ქსოვილების გახლეჩვა, სისხლდენა და ტვინის სხვა სახის ფიზიკური დაზიანება. აღნიშნულმა ტრავმამ შესაძლოა ხანგრძლივი დროით მიმდინარე გართულება გამოიწვიოს ან დაზიანება პაციენტის სიკვდილით დასრულდეს.
სიმპტომები
თავის ტვინის ტრავმული დაზიანება შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური სიმპტომებით.
ზოგიერთი სიმპტომი და ნიშანი ტრავმული შემთხვევიდან მაშინვე ვლინდება, ზოგჯერ რამდენიმე დღისა და კვირის შემდეგ.
თავის ტვინის მსუბუქი დაზიანება
ფიზიკური სიმპტომები:
- გონების დაკარგვა რამდენიმე წამით ან წუთით;
- შეიძლება პაციენტმა გონება არ დაკარგოს, მაგრამ იყოს დაბნეული, დიზორიენტირებული;
- თავის ტკივილი;
- გულისრევა ან ღებინება;
- დაღლილობა ან ძილიანობა, მოდუნებულობა;
- მეტყველების პრობლემა;
- ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა;
- ჩვეულზე დიდხანს ძილი;
- თავბრუსხვევა ან ბალანსის დაკარგვა.
სენსორული სიმპტომები:
- ბუნდოვანი მხედველობა, ყურებში ხმაური, პირში ცუდი გემო ან ყნოსვის პრობლემა;
- ხმასა თუ სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა.
შემეცნებითიანმენტალურისიმპტომები:
- მეხსიერების ან კონცენტრაციის დარღვევა;
- ხასიათის, გუნება-განწყობილების ცვლილება;
- დეპრესია ან შფოთვა.
ტვინის საშუალო და მძიმე ტრავმული დაზიანება
აღსანიშნავია, რომ ტვინის საშუალო ან მძიმე დაზიანებას შესაძლოა ჰქონდეს ისეთივე ნიშნები თუ სიმპტომები როგორიც თავის მსუბუქი ტრავმისას ვლინდება. აგრეთვე ეს სიმპტომები შესაძლოა დაფიქსირდეს ტრავმის მიღებიდან პირველ საათებში ან დღის შემდეგ.
ფიზიკური სიმპტომები:
- გონების დაკარგვა რამდენიმე წუთიდან საათამდე;
- მუდმივი თავის ტკივილი ან თავის ტკივილი, რომელიც მწვავდება;
- განმეორებითი გულისრევა ან ღებინება;
- კრუნჩხვა ან შეტევა;
- ერთი ან ორივე გუგის გაფართოება;
- ცხვირიდან ან ყურებიდან გამჭირვალე სითხის დენა;
- გამოღვიძების პრობლემა;
- თითების დაბუჟება და სისუსტე;
- კოორდინაციის დაკარგვა.
შემეცნებითი ან მენტალური სიმპტომები:
- ძლიერი დაბნეულობა;
- აგრესიულობა, აგიტაცია ან სხვა უჩვეულო ქცევა;
- გაურკვეველი მეტყველება;
- კომა ან ცნობიერების სხვა დარღვევები.
სიმპტომები ბავშვებში
ახალშობილებსა და ბავშვებს, რასაკვირველია, გაუჭირდებათ გადმოგცენ ტვინის დაზიანებით გამოწვეული შეგრძნებების შესახებ. ბავშვის შემთხვევაში, თავის ტრავმული დაზიანების დროს, კარგად უნდა დააკვირდეთ სიმპტომებს.
შესაძლოა გამოვლინდეს:
- კვების ცვლილება;
- უჩვეულოდ ან მარტივად გაღიზიანებადობა;
- ხანგრძლივი დროით ტირილი;
- ყურადღების დეფიციტი;
- ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ცვლილება;
- შეტევა;
- მოწყენილობა, სევდა ან დეპრესიული განწყობა;
- ძილიანობა;
- საყვარელი სათამაშოების ან აქტივობის მიმათ ინტერესის დაკარგვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს თუ თქვენ ან პატარამ თავის არეში მიიღეთ დარტყმა, შენიშნეთ ქცევითი ცვლილებები.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ დაზიანების მიზეზია ნებისმიერი ტიპის ტრავმა და მითუმეტეს მაშინ თუ სიმპტომურად გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
თავად ვერ მიხვდებით დაზიანება მსუბუქია თუ მძიმე ხარისხის, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის დაზიანებას, შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით, სჭირდება შესაბამისი დიაგნოსტირება და მართვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/traumatic-brain-injury/symptoms-causes/syc-20378557