ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორთა სიას კიდევ ერთი თანამედროვე და მრავალპროფილური კლინიკა შეემატა.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გუნდის წევრი გახდა ბათუმის სამედიცინო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 266-საწოლიან კლინიკას.
კლინიკა დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ისე წამყვანი / პრესტი-ჟული კლინიკებიდან მოწვეული კადრებით.
კლინიკაში მუდმივად ინერგება მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - პაციენტები სარგებლობენ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ რეჟიმში.
კლინიკაში დაგხვდებათ სანდო, სრულფასოვანი, ხარისხიანი, პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
კლინიკა საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტით, ერთ სივრცეში.
კლინიკის დირექტორთა საბჭო მუდმივად ზრუნავს სამედიცინო თუ ადმინისტრაციული გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებაზე - პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად შექმნილია კომფორტული და სტაბილური გარემო.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მეშვეობითაც უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.