ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 12 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 214 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 835 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 6 325 ადამიანი და დაიღუპა 213, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 101 230 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 877 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 12 342 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 410 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 23 951 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 355 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 66 370 და დაიღუპა 931 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 4 767 და დაიღუპა 49.
წყარო: