ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 7 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 278 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 815 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 12 454 ადამიანი და დაიღუპა 400, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 154 118 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 598 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 12 412 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 353 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 25 473 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 416 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 67 863 და დაიღუპა 999 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 5 971 და დაიღუპა 49.
წყარო: