ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 6 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 259 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 488 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 13 906 ადამიანი და დაიღუპა 502, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 139 362 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 074 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 451 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 25 178 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 430 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 61 288 და დაიღუპა 1 003 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 6 428 და დაიღუპა 28.
წყარო: